როდის და რა ფორმით შეეძლებათ მშობლებს ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების აღება
როდის და რა ფორმით შეეძლებათ მშობლებს ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების აღება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 17 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა მოქალაქე ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. მისი თქმით, ეს ბავშვებისთვის სოციალური მხარდაჭერისა და სასწავლო წლის დაწყების პროცესისთვის ხორციელდება.

რა ფორმით გაიცემა დახმარება და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივმართეთ:

"ჯერჯერობით მიმდინარეობს მუშაობა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ჩაირთვება სპეციალური პორტალი, საიდანაც რეგისტრაცია მოხდება. დახმარება სექტემბრის დასაწყისიდან გაიცემა. თუმცა, უფრო ზუსტად საკითხის შესახებ მომდევნო კვირაში გაიმართება პრეზენტაცია და დეტალებიც
იქ გახდება ცნობილი." - განაცხადეს სამინისტროში.

ერთჯერადი დახმარებით ისარგებლებს ნებისმიერი ასაკის ყველა ბავშვი, 0-დან 17 წლის ჩათვლით.

თამარ იაკობაშვილი

24275
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
ზ.კალორია
33
ეს ფული კი არ უნდა ავიღოთ, ესენი უნდა გავყაროთ. ეკონომიკას დედა უტირეს და კიტრის და კარტოფილის დონეზე დავედით. 200 ლარი ღირს ელიავას შავი მუშა და ბოშის პერფორატორი დღეში. დრრრრრ! თფუ! დააბრუნეთ ლარი და $ ის ძველი კურსი. რას გვევაჭრებით. პ.ს ვისაც თვალები გიბრწყინავთ მაგ 200 ლარზე უბრალოდ მეცოდებით. Pathetic!
09:46 / 07-08-2020
ვიქტორია
0
ორივე მშობელი საზღვარგარეთ მყავს და მე ვუვლი 13 წლის ძამიკოს.. იმედია ადვილად მოგვარებადი იქნება ეს საქმე
01:34 / 07-08-2020
Tamuna
1
Registraciis dros tu xarvezi ariqneba programulad kargia yvelascwasdgeba es tanxa namdvilad...
00:10 / 07-08-2020
ნესტანი
1
მადლობა ეს ჩვენ ნამდვილად წაგვადგება
21:48 / 06-08-2020
კეკე
0
გასაგებად წერია 0-17 წლამდე.რა არის მანდ გაუგებარი.
21:00 / 06-08-2020
მსგავსი სიახლეები