სიახლეებიკალეიდოსკოპი
როდის და რა ფორმით შეეძლებათ მშობლებს ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების აღება
როდის და რა ფორმით შეეძლებათ მშობლებს ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების აღება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 17 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა მოქალაქე ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. მისი თქმით, ეს ბავშვებისთვის სოციალური მხარდაჭერისა და სასწავლო წლის დაწყების პროცესისთვის ხორციელდება.

რა ფორმით გაიცემა დახმარება და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივმართეთ:

"ჯერჯერობით მიმდინარეობს მუშაობა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ჩაირთვება სპეციალური პორტალი, საიდანაც რეგისტრაცია მოხდება. დახმარება სექტემბრის დასაწყისიდან გაიცემა. თუმცა, უფრო ზუსტად საკითხის შესახებ მომდევნო კვირაში გაიმართება პრეზენტაცია და დეტალებიც
იქ გახდება ცნობილი." - განაცხადეს სამინისტროში.

ერთჯერადი დახმარებით ისარგებლებს ნებისმიერი ასაკის ყველა ბავშვი, 0-დან 17 წლის ჩათვლით.

თამარ იაკობაშვილი

ბეჭდვა