ბავშვი დედის მუცელში დაახლოებით 40 კვირას ატარებს. ამ პერიოდში ის ასწრებს სათანადოდ მომწიფებას, აუცილებელი რეფლექსების შეძენას, გარემოსთან ადაპტირებას. თუმცა არც ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც ბავშვი დროზე ადრე იბადება. დღენაკლულად ითვლება მუცლადყოფნის 22-იდან 37-ე კვირამდე დაბადებული ახალშობილი, რომლის სხეულის მასა არ აღემატება 2.5 კგ-ს.
დღენაკლული ახალშობილი დროულისგან გარკვეულწილად განსხვავდება. მაგალითად, მას თავი ტანთან შედარებით დიდი აქვს, კანი დაფარულია ღინღლით და მისი სტრუქტურა არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული. რაც უფრო მცირეა დაბადებისას ბავშვის მასა და გესტაციური ასაკი, მით უფრო მკვეთრადაა გამოხატული უმწიფრობის ნიშნები. ასეთ ახალშობილებს განსხვავებული მოვლა სჭირდებათ.
რადგან დედის მუცელში პატარას ხაჭოსებრი საცხი იცავს, ჯობს რომ ნაადრევად დაბადების შემდეგაც მისთვის მსგავსი სტრუქტურის კრემი შეარჩიოთ. ასეთი სერია აქვს გერმანულ ბრენდს "ბიუბხენს". სერია "ულტრა სენსიტივი" შექმნილია ე.წ. პირველქმნილი ანუ ხაჭოსებრი საცხის ბუნებრივი მაგალითის მიხედვით.
აღნიშნული საცხი ბავშვის კანს იცავს სანაყოფე წყლებთან პირდაპირი კონტაქტისგან, დაბადების შემდეგ კი - გამოშრობისა და ინფექციებისგან. "ულტრა სენსიტივის" დაცვა თითქმის ისეთივეა, როგორიც - საშვილოსნოში. პროდუქციის განსაკუთრებულ თვისებებს განაპირობებს მის შემადგენლობაში შემავალი ძირითადი კომპონენტები: ავოკადოს, ქოქოსის, ზეთის ხილის, ჟოჟობას, ინკა ინჩის ზეთები და ცერამიდი 3. აღნიშნული სერიის დამცავი კრემი "ულტრა სენსიტივი", რომელიც შეიცავს თუთიის ოქსიდს, გამოიყენება საფენის ქვეშ. კრემი ატენიანებს, ამშვიდებს და აღადგენს კანს, იცავს მას გამოყოფის პროდუქტების მოქმედებისგან, ამცირებს სიწითლეს და გაღიზიანებას.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული სერია იდეალურია არა მხოლოდ დღენაკლული პატარებისთვის, არამედ ბავშვებისა და მოზრდილებისთვისაც. განსაკუთრებული შემადგენლობისა და სტრუქტურის გამო კარგად ატენიანებს და უვლის კანს. შესაბამისად, "ულტრა სენსიტივის" სერიის პროდუქციას აქტიურად გამოიყენებენ როგორც ჩვილებისა და მცირე ასაკის ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.