დედას გოგონა გაუჩნდა, მის ქალიშვილს კი – ბიჭი ფლორიდის შტატის ერთ-ერთ სამშობიაროში უცნაური ფაქტი მოხდა – ორმა ქალმა, დედა-შვილმა, ერთდროულად იმშობიარა. ჰიზერ პენტიკოფმა და მისმა ქალიშვილმა დესტინე მარტინმა 2-საათიანი შუალედით გააჩინეს შვილები. დედას გოგონა გაუჩნდა, მის ქალიშვილს კი – ბიჭი. ამგვარად დეიდა-დიშვილი ერთად აღნიშნავენ დაბადების დღეს.
"არის ისეთი რამეები, რასაც ვერ დაგეგმავენ. ღმერთი მართავს ამ პროცესს, ჩვენ კი უბრალოდ ვიღებთ მას, - ამბობს ჰიზერი (ბედნიერი დედა და ბებია ერთდროულად), - ეს ჩემთვის ისეა, თითქოს ტყუპი გამეჩინოს".
ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის პენტიკოფის ოჯახში. დესტინე მარტინს ორი დეიდა და ერთი ბიძა ჰყავს, რომლებიც მათზე უმცროსები არიან.