გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" ყაზბეგში გრძელდება
გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" ყაზბეგში გრძელდება
ზაფხული თავგადასავლის გარეშე ვერ ჩაივლის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ლიტერატურას ეხება.

ახლა, როცა საზღვრები ჩაკეტილია და საკმაოდ მძიმე გაზაფხული გამოვიარეთ, გამომცელობა "პალიტრა L"- მა გადაწყვიტა მკითხველთან ერთად იმოგზაუროს და მოაწყოს დიდი ლიტერატურული თავგდასავალი.

გამომცემლობა წელს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს და მთელი წელი სხვადასხვა ტიპის აქტივობით აქვს დატვირთული, მათ შორისაა "ლიტერატურული გაჩერება".

"ლიტერატურული გაჩერება" კახეთიდან დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 10 ქალაქს ესტუმრა. 10 აგვისტოს კი ლიტერატურული ქარავანი დაბა სტეფანწმინდაში გაჩერდება. გამოფენა-გაყიდვა, რომელზეც 300-მდე დასახელების წიგნი 50%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება, სტეფანწმინდის
ცენტრალურ სკვერში, ალ. ყაზბეგის ქუჩაზე გაიმართება.

12 აგვისტოს "ლიტერატურული გაჩერება" დაბა სიონში გადაინაცვლებს და გამოფენა-გაყიდვა სიონის ცენტრში, ნიკო ქუმსიაშვილის ქუჩაზე მოეწყობა.

13 აგვისტოს კი სურამის სკვერში, რუსთაველის ქუჩაზე.

გამომცემლობა სხვდასხვა ღონისძიებით ბათუმს, ოზურგეთსა და ბახმაროსაც ეწვევა და "ლიტერატურული გაჩერება" 19 აგვისტოს დასრულდება.
102
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები