"ეს ქალი რა ჩვეულებრივ ცხოვრობს, თითქოს ჩიტი მიაბარა მიწას... რანაირი გლოვაა ეს... მოგიყვებით, როგორ ვცხოვრობ სიკვდილისა და სიცოცხლის გზებს შუა გაჩხერილი" - ლანა ნიკოლეიშვილი
"ეს ქალი რა ჩვეულებრივ ცხოვრობს, თითქოს ჩიტი მიაბარა მიწას... რანაირი გლოვაა ეს... მოგიყვებით, როგორ ვცხოვრობ სიკვდილისა და სიცოცხლის გზებს შუა გაჩხერილი" - ლანა ნიკოლეიშვილი
ალბათ ყველას გახსოვთ ის სულისშემძვრელი ამბავი, როცა დედამ 16 წლის შვილი სოფი ნიკოლეიშვილი კლასთან ერთად ექსკურსიაზე გაუშვა და იქიდან ბავშვი ვეღარ დაბრუნდა. სოფი ნინოსხევის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მდინარეში ჩავარდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

მას შემდეგ 1 წელი და რამდენიმე თვე გავიდა, თუმცა დედასთვის რა დროც არ უნდა გავიდეს, ტკივილი უცვლელი რჩება, მეტიც, ღრმავდება და გაუსაძლისი ხდება. თუმცა, თუ დედა ცხოვრებას აგრძელებს და საზოგადოების წინაშე სახეს არ იხოკავს, მას გლოვის წესებს ხანდახან უწუნებენ. სწორედ ამ თემაზე წერს ფეისბუქზე სოფის დედა ლანა
ნიკოლეიშვილი:

"რას ვაკეთებ, როგორ მითენდება და მიღამდება ჩემი სკვინჩა რომ აღარ მყავს, მის შემდეგ... რა მეყვავილება და რა მერანჩოება...
ეს ქალი რა ჩვეულებრივ ცხოვრობს, თითქოს ჩიტი მიაბარა მიწას... რანაირი გლოვაა ეს...
არც თავს ვიმართლებ, არც ანგარიშს ვაბარებ ვინმეს. უბრალოდ მოგიყვებით სრულიად გულწრფელად, როგორ ვცხოვრობ ამ სიკვდილისა და სიცოცხლის გზებს შუა გაჩხერილი.
ახლა ის პერიოდი მაქვს, საერთოდ მშვიდად რომ ვარ. ის, რომ ყოველ დილა- საღამოს ვბღაოდი, საფლავზე ვიწექი თუ ვიჯექი, აღარ მჭირს. სოფის სურათებს ყველგან თვალს ვ
არიდებ. სახლში, ფბ-ზე. მხოლოდ იქ, საფლავზე ვერ ვწყვეტ თვალს ჩემს ლამაზ გოგოს. დავუჯდები წინ და ვუყურებ ხარბად, სიყვარულით... ისე იღიმება სამივე ფოტოზე, მეც ღიმილამდე მივყავარ.
ახლაც ნუ გაიფიქრებთ, რა ეღიმებაო...
არ არსებობს დრო, სოფი გვერდით არ მყავდეს. წამი, წუთი და ასე განუწყვეტლივ. მივეჩვიე მასთან საუბარს. რას მეტყვის, რა მოსწონს. როგორ მეხუმრებოდა ან დამცინებდა თავისებურად: მაწონიიიი - რაც გოიმს, სოფლელს ნიშნავდა... არაგეოგრაფიულს, რა თქმა უნდა.
ვამაყობ, რომ ასეთი კარგი შვილი მყავდა, დედის იმედი, ჭკვიანი,ზოგჯერ ჯიუტი, გადარეული, დამჯერი და არდამჯერიც, თავქარიანი და თბილი, თბილი, უსაზღვროდ თბილი.
სასწაული 16 წელი გვქონდა ერთად. ყოფილა უმნიშვნელოდ ცუდი დღეებიც, მაგრამ ორივეს მალე გვავიწყდებოდა.
ჩემი დეო ჩემთვის სულ აქვეა და რასაც ვაკეთებ, სუუულ მისთვის. არანაირი სულისთვის. მე ვერ ვყოფ სულად და ხორცად ჩემს გოგოს. უბრალოდ სოფისთვის ვაკეთებ აბსოლუტურად ყველაფერს. რასაც სალოს ვუკეთებ, რასაც საბას, იმასაც კი სოფით... სოფი მითენებს, სოფი მაენერგიულებს. სოფი ჩამძახის მუდმივი საქმიანობისკენ...
მართალია, გული მიკვდება მეათიათასედ, როცა ვფიქრობ, რა მოხდებოდა ესეც ენახა, ისიც ყოფილიყო, მაგრამ როცა არაფრის შეცვლა შემიძლია, ვცდილობ შევცვალო ის, რაც შემიძლია.
მშვიდად ვარ რატომღაც. არ მეტირება არც საფლავზე, არც სახლში...
თურმე შენში რომ ცოცხლობს, იმას დიდი ძალა ჰქონია.
ჩემმა სკვინჩამ 16 ლამაზი და მხიარული წელი იცოცხლა. ჩემთან ერთად კიდევ არ ვიცი, რამდენს იცოცხლებს, ასეა სალოსთან, საბასთან, იმათთან, ვისთანაც დატოვა თავისი ბავშვური და წრფელი სიყვარული. მეც სიხარულით წავალ იქეთ, როცა იქნება.
მანამდე კი, სოფით მაცადეთ შრომა, გათენება, სიცილი თუ ტირილი. მაცადეთ, ადამიანებო, გვაცადეთ, თქვენ ხომ არაფერს გთხოვთ?!"

თეკლა ჟვანია
102318
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (26)
nana
1
სასწაული ხალხი ხართ,მაია ასათიანი ლამის გახდილი დადის,არაფერს არ იკლებს,მოგზაურობს,საცურაო კოსტუმით პოზირებს და მაგაზე წერდით.მაგარი ქალია,აბა რა ქნას,ცხოვრება არ გააგრძელოსო?და ამ გაუბედურებულ ქალბატონთან რა პრეტენზია აქვს ვინმეს?სირცხვილი ხალხო,ცოტა აზრზე მოდით
22:48 / 11-08-2020
ლია
0
ის არავის განიკითხავს, თავისთავზე ამბობს, ცხოვრებას რომ დავუბრუნდი ასე ჩემზე ამბობს ზოგიო ასე. ამით ყველა შვილმკვდარ დედას ამხნევებს. მე ასე მივხვდი.
11:01 / 11-08-2020
მსგავსი სიახლეები