პოლიტიკოს დიმიტრი ლორთქიფანიძეს და მის მეუღლეს ხათუნა კეკელიას დღეს ქორწინების 31 წლისთავი შეუსრულდათ. ამ დღესთან დაკავშირებით ისინი ერთმანეთს ემოციურად ულოცავენ სოციალურ ქსელში:
დიმიტრი ლორთქიფანიძე: "ზუსტად 31 წლის წინ, 1989 წლის 10 აგვისტოს, ეს გოგო ჩემი მეუღლე გახდა და მას შემდეგ, 8 შვილი და 4 შვილიშვილი გვყავს! ღმერთმა, დიდედობის ყველა სიკეთე და სიხარული განგაცდევინოს ჩემო ხათუთა! იხარე, მრავალჟამიერ!"
ხათუნა კეკელია: "31 წელი ერთად! მიყვარხარ უსაზღვროდ ჩემო სიყვარულო, ჩემო იმედო! ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ცხოვრებამ ბევრი ქარ-ტეხილი გადაგვატარა, მაგრამ ჩვენი სიყვარულით, შენი სიძლიერით, შენი ქართველობით, შენი ვაჟკაცობით, ჩვენი ერთად დგომით, ურთიერთპატივისცემით, უანგარო წრფელი სიყვარულით ჩვენმა ურთიერთობამ ყველაფერს გაუძლო! მადლობა უფალს, რომ შენთან შემახვედრა და შენი თავი მაჩუქა! უსაზღვროდ მიყვარხარ და მეიმედები!"