მსახიობი ზურა ყიფშიძე დღეს 67 წლის გახდა. მისი შვილი ლენუკა ყიფშიძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მამას დაბადების დღე მიულოცა:
„გილოცავ დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და დიდხანს, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ... შენ ხარ ყველაზე კარგი მეგობარი, მამა და რაც მთავარია - ადამიანი“ - წერს ლენუკა მამის ფეისბუქ გვერდზე.
ლენუკას არ ჩამორჩა ნატალია ყიფშიძე, გიორგი ყიფშიძის შვილი და სამი თაობის ერთად გადაღებული ფოტო შემდეგი მინაწერით გამოაქვეყნა - „ვულოცავ დაბადების დღეს ყველაზე დიდებულს“.
გიორგიმაც გამოაქვეყნა რამდენიმე წლის წინანდელი ფოტო, სადაც ზურა, გიორგი და პატარა ნატალია არიან აღბეჭდილნი, წლების სვლასთან ერთად სამმა თაობამ ისევ ერთად გადაიღო ფოტო. ბაბუ, შვილი და შვილიშვილი ერთად მშვენივრად გრძნობენ თავს და ასაკობრივი სხვაობა მათ შორის მხოლოდ ციფრებია.
თეკლა ჟვანია