15 წლის მოზარდის მშობელი ამტკიცებს, რომ ბურგერის ჭამისას, მის შვილს ყელში რკინა გაეჩხირა - "ჩემი გოგონა გუშინ სიკვდილს გადაურჩა" - მშობლები

15 წლის მოზარდის მშობელი ამტკიცებს, რომ ბურგერის ჭამისას, მის შვილს ყელში რკინა გაეჩხირა - "ჩემი გოგონა გუშინ სიკვდილს გადაურჩა"

2020-08-10 13:43:14+04:00

9 აგ­ვის­ტოს, ად­ვო­კატ­მა დი­ა­ნა გვი­ში­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ მის შვილს კვე­ბის ერთ-ერთ ობი­ექ­ტში, საკ­ვე­ბის მირ­თმე­ვის შემ­დეგ, ყელი და­უ­ზი­ან­და, რის შემ­დე­გაც გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. აღ­მოჩ­ნდა, რომ ბავ­შვს ყელ­ში მცი­რე ზო­მის რკი­ნა ჰქონ­და შერ­ჭო­ბი­ლი.

"მავ­თუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ვა­კის "კრაბსბურ­გერ­ში“ და ჩემს შვილს ჩა­ერ­ჭო მარ­ჯვე­ნა მხა­რეს ყელ­ში, გა­და­ვიყ­ვა­ნეთ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით და დრო­უ­ლი დახ­მა­რე­ბით გა­დარ­ჩა დახ­რჩო­ბას, ვპოს­ტავ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ იყა­ვით ფრთხი­ლად! მად­ლო­ბა უფალს გა­დავ­რჩით",- წერს დი­ა­ნა გვი­ში­ა­ნი.

დე­ტა­ლე­ბის და­სა­ზუს­ტებ­ლად დი­ა­ნას პი­რა­დად და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ჩემი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც 15 წლის არის, კლა­სე­ლებ­თან ერ­თად "მზი­ურ­ში" კონ­ცერტს და­ეს­წრო, რის შემ­დე­გაც ასუ­ლან ვა­კე­ში ამ ობი­ექ­ტზე. აი­ღეს ბურ­გე­რე­ბი და მი­ირ­თმევ­დნენ, მი­თხრა, ჭა­მის დროს ვიგ­რძე­ნი, რომ რა­ღაც გა­დამ­ცდა და შემ­დეგ და­მა­წყე­ბი­ნა ხვე­ლაო. ამ მო­მენ­ტში ზოგ­მა წყა­ლი მი­ა­წო­და, ზოგ­მა პური, მთე­ლი გზა წყალს ას­მევ­დნენ. სახ­ლში რომ მო­ვი­და და ყელ­ში ჩავ­ხე­დე, უს­ტვენ­და­სა­ვით ბავ­შვი, შა­ვად ჩან­და რა­ღაც ყელ­ში. გა­მო­ვი­ძა­ხე სას­წრა­ფო და რომ ავუხ­სე­ნი სი­ტუ­ა­ცია, გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, რომ ბავ­შვს არ ესა­უბ­რა და მა­შინ­ვე იაშ­ვილ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იქ დიდი მაკ­რატ­ლით ამო­ა­ცა­ლეს, 4-5 სან­ტი­მეტ­რის რკი­ნა, რო­მე­ლიც იდ­რი­კე­ბო­და. მე­ნე­ჯერ­საც ვუ­თხა­რი, რომ ჩი­ვილს არ ვა­პი­რებ­დი და ასე­ვე ყვე­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი ვუ­თხა­რი. უბ­რა­ლოდ დავ­წე­რე ერთი რა­ღა­ცის გამო, რომ ისევ თვი­თონ იყ­ვნენ ყუ­რა­დღე­ბით, ჩემი შვი­ლი გუ­შინ სიკ­ვდილს გა­დარ­ჩა და ეს და­მი­დას­ტუ­რეს ექი­მებ­მა. ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო მე­ნე­ჯე­რი, მეც შვი­ლე­ბი მყავ­სო. მინ­და ხალ­ხმა გა­ი­გოს, რომ ყვე­ლა ბავ­შვი ჭამს ბურ­გერს და ფრთხი­ლად იყ­ვნენ - აი, ეს იყო ჩემი სტა­ტუ­სის მი­ზა­ნი და მეტი არა­ფე­რი.

- ალ­ბათ, ამ ფაქ­ტის შემ­დეგ შე­ა­მოწ­მე­ბენ ობი­ექტს...

- არ ვიცი, რაც უნდა, ის ქნან. მე მაქვს ვი­დე­ოც და ყვე­ლა ფაქ­ტი, რომ სას­წრა­ფო გა­მო­ვი­ძა­ხეთ და ბავ­შვი იაშ­ვილ­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. ვერ აგი­წერთ გუ­შინ მე რა გა­და­ვი­ტა­ნე. მინ­და, ჩემი სტა­ტუ­სით ხალ­ხი გაფრ­თხილ­დეს და ეს ობი­ექ­ტე­ბიც იყ­ვნენ ფრთხი­ლად. ექი­მებ­მა მი­თხრეს, რომ უფალს შეს­წი­რე მად­ლო­ბაო, რად­გან შე­იძ­ლე­ბო­და ად­გილ­ზე­ვე ფა­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო ყვე­ლა­ფე­რი. განაგრძეთ კითხვა