ფოტომოდელ თამო ვაშალომიძის პირადი ცხოვრების გარშემო ყოველთვის დიდი ინტერესია. ის ყოველთვის ახერხებს ყურადღების ცენტრში ყოფნას.
ფოტომოდელი მეორე შვილს ელოდება. სულ ცოტა ხნის წინ მან ინსტაგრამგვერდზე ფოტო გააქვეყნა და თავის გამომწერებს ამცნო, რომ ბიჭს ელოდება: "სოფიას მალე ძამიკო ეყოლება".
„ორსულობა არის ბედნიერი 9-თვე თავის შეგრძნებებით და პირიქით, გოგონებო, უნდა ვიყოთ მოტივირებულები, რომ არ ამოვვარდეთ ფორმიდან. ვივარჯიშოთ, თავს მოვუაროთ. რთულია საკმაოდ წელის ტკივილი სისუსტე, ღამე ვერ ვიძინებთ, ვიღლებით მალე, გვძულს სუნამოები, საჭმელები, ხანდახან ადამიანებიც. მაგრამ გაივლის, სულ ხომ 9 თვეა“, - წერს თამო.
თამო ვაშალომიძის პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. თამო ვაშალომიძის განცხადებით, ისინი რამდენიმე თვეა ერთმანეთს ხვდებიან, ერთმანეთს მოულოდნელად შეხვდნენ და შეუყვარდათ.
საყვარელ მამაკაცთან ერთად თამომ არაერთი ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და დიდი ყურადღებით ანებივრებს.
თამო და სოფია