ესპანელმა მსახიობმა კოვიდ-19-ით ინფიცირების შესახებ საკუთარ 60 წლის იუბილეზე გამოაცხადა.
ამის შესახებ თავად ამცნო ინსტაგრამზე გამომწერებს:
"დღეს, 10 აგვისტოს, 60 წლის იუბილეს კარანტინში ვხვდები, რადგან კოვიდ-19-ზე ტესტი დადებითი აღმოჩნდა", - აღნიშნა მსახიობმა და თაყვანისმცემლები დაამშვიდა, რომ თავს ნორმალურად გრძნობს და იმედი აქვს, მალე გამოჯანმრთელდება.