ქართველ მომღერალ თეონა კონტრიძეს, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, იქვე ჰყავს ოჯახის წევრები - მეუღლე და ორი შვილი.
ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე სწორედ ის დღე გაიხსენა, როცა საქართველოში ჯვარი დაიწერეს მან და მისმა მეუღლემ, ნიკოლაი კლოპოვმა, 8 აგვისტოს. ფოტოებთან ერთად შემდეგი ტექსტით მიულოცა ქმარს ეს დღე:
"08:08:08... ამ დღეს დაიწყო ჩვენი მთავარი გზა და ასევე ომი ცხინვალში... რამდენიმე სიმბოლიკა, ტკივილი, სიხარული, ცრემლი... დაკეტილი საზღვრები საქართველოსა და რუსეთს შორის... და ჩვენი ქვეყნების უკვე 12-წლიანი დუმილი. 12-წლიანი გაწყვეტა დიპლომატიური ურთიერთობების, ცალმხრივი სავიზო რეჟიმი.
ჩვენ კი ამ 12 წლის განმავლობაში 12-ჯერაც არ გვიჩხუბია... ნეტავ ჩვენს დიპლომატებს ჰქონდეთ ჩვენისთანა დიპლომატია, კოლია?! ყველაფერს წამიერად გადაწყვეტდნენ... გისურვებ ჩემი სოფლელი ბებიების ჯანმრთელობას, ისინი ყველანი დღეგრძელები იყვნენ... დანარჩენი კი ჩვენ ყველაფერი გვაქვს... საოცარი ბავშვები, საყვარელი საქმე, საუკეთესო მეგობრები და მე+შენ! მე შენ მიყვარხარ".
თეონასა და ნიკოლაის შვილები უკვე დიდები არიან. "ჩემი ყველაზე დიდი ქონება... სიმშვიდისა და სიხარულის განცდა ერთდროულად..." - ასე აღწერს თეონა თავის შვილებს.