როდის აგრილდება და რამდენ ხანს გასტანს უამინდობა - მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
როდის  აგრილდება და რამდენ ხანს გასტანს უამინდობა - მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არამ­დგრა­დი ამინ­დი კვი­რის ბო­ლომ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შავი ზღვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კვი­რის ბო­ლომ­დე მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით წვი­მა ელ­ჭე­ქით.

„შე­და­რე­ბით გრი­ლი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სებ­მა გავ­რცე­ლე­ბა გა­სულ ღა­მეს და­ი­წყო, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყველ­გან და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში იწ­ვი­მა. არამ­დგრა­დი ამინ­დი კვი­რის ბო­ლომ­დე შე­ნარ­ჩე­უნ­დე­ბა, რო­გორც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, იქ­ნე­ბა დრო­გა­მოშ­ვე­ბით წვი­მა ელ­ჭე­ქით და პე­რი­ო­დუ­ლად გა­მო­ი­და­რებს.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ფიქ­სირ­დე­ბო­და, დღე­ი­დან აგ­რილ­დე­ბა და ტემ­პე­რა­ტუ­რა 23-28 ‎გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 26-31‎ გრა­დუ­სია
მო­სა­ლოდ­ნე­ლი. თბი­ლის­ში შე­საძ­ლოა, ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით აღი­ნიშ­ნოს და 28-30‎ გრა­დუ­სი იყოს“, - გა­ნა­ცხა­და ნი­ო­რა­ძემ.
2710
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები