გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის გარემოებები დაზუსტდა - პროკურატურა ვიდეომასალას ავრცელებს

გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა. გთა­ვა­ზობთ უწყე­ბის გავ­რცე­ლე­ბულ სრულ ტექსტს:

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ერ­თობ­ლი­ვად წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დად­გე­ნილ იქნა, რომ 2020 წლის 18 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 23:00 სა­ათ­ზე, მცხე­თა­ში მდე­ბა­რე აგა­რაკ­ზე, და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე მყოფ სტუმ­რებს შო­რის და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა დრო­საც წვე­უ­ლე­ბა­ზე სცე­მეს და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს ვ.ჩ.-ს.

ვ.ჩ., თვლი­და რა სა­კუ­თარ თავს კონ­ფლიქ­ტში და­ჩაგ­რუ­ლად, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რე­ზე შუ­რის­ძი­ე­ბი­სა და ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­სათ­ვის და­მა­ტე­ბი­თი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის
მო­ბი­ლი­ზე­ბის მიზ­ნით, დაბ­რუნ­და თბი­ლის­ში, ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში. წვე­უ­ლე­ბის ად­გილ­ზე დარ­ჩა ვ. ჩ.-ს ორი მე­გო­ბა­რი, რომ­ლე­ბიც პე­რი­ო­დუ­ლად აწ­ვდიდ­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ.

თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, ვ.ჩ. და­უ­კავ­შირ­და მის მე­გობ­რებს და 19 ივ­ნი­სის და­ახ­ლო­ე­ბით 00:30 სა­ა­თი­სათ­ვის, მერ­სე­დე­სის მარ­კის და ვ.ჩ.-ს კუთ­ვნი­ლი ტო­ი­ო­ტა ქამ­რის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით გა­ე­მარ­თნენ მცხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო, და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყო­ფი სტუმ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ და­ტო­ვა აგა­რა­კის ტე­ო­რი­ტო­რია. მათ შო­რის იყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც წვე­უ­ლე­ბა­ზე მყოფ სხვა პი­რებ­თან ერ­თად, ფე­ხით გა­ე­მარ­თა თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მათ ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყვე­ბო­და და უთ­ვალ­თვა­ლებ­და ვ.ჩ.-ს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ორი მე­გო­ბა­რი. მათი მი­თი­თე­ბით, მერ­სე­დე­სის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნი­დან მცხე­თა­ში ჩა­სუ­ლი პი­რე­ბი გა­ე­მარ­თნენ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და მას­თან ერ­თად ავ­ტო­ბან­ზე ფე­ხით მოძ­რა­ვი პი­რე­ბი­სა­კენ.

და­ახ­ლო­ე­ბით 00:47 სა­ათ­ზე, არაგ­ვის
ხიდ­თან მდე­ბა­რე ავტო-სამ­რე­ცხა­ოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მერ­სე­დე­სის მარ­კის ავ­ტო­მა­ქა­ნა­ში მყო­ფი პი­რე­ბი თავს და­ესხნენ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს და მის თან­მხლებ პი­რებს. თავ­დამ­სხმე­ლებს ასე­ვე შე­უ­ერ­თდნენ ვ. ჩ.-ს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ორი მე­გო­ბა­რი. ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­სულ­მა პი­რებ­მა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­თან ერ­თად მყოფ პი­რებს, ხოლო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა გაქ­ცე­ვით და­აღ­წია თავი ძა­ლა­დო­ბას. ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გაგ­რძელ­და რამ­დე­ნი­მე წუთი, რის შემ­დგო­მაც თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნით და­ტო­ვეს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი.

პა­რა­ლე­ლუ­რად, ტო­ი­ო­ტა ქამ­რის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით ვ.ჩ.-სთან ერ­თად მყო­ფი პი­რე­ბი კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით გა­ე­მარ­თნენ აგა­რა­კი­სა­კენ. ვი­ნა­ი­დან მათ აგა­რაკ­ზე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა­გან არა­ვინ დახ­ვდა, ტო­ი­ო­ტა ქამ­რი გა­მო­ე­მარ­თა თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და მას­თან ერ­თად მყო­ფი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თათ­ვის ასო­ცირ­დე­ბოდ­ნენ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ფე­ხით გა­ნაგ­რძობ­დნენ გზას თბი­ლი­სი­სა­კენ, რა დრო­საც მათ გზა გა­და­უჭ­რა აგა­რა­კი­დან წა­მო­სულ­მა, ვ.ჩ.-ს კუთ­ვნილ­მა ტო­ი­ო­ტა ქამ­რის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნამ, რო­მელ­საც მისი მე­გო­ბა­რი ვ.მ. მარ­თავ­და. გა­ჩე­რე­ბის­თა­ნა­ვე, ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან, ვ.ჩ.-სთან ერ­თად გად­მო­ვიდ­ნენ ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ. და გა­ე­კიდ­ნენ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს და მისი თან­მხლებ პი­რებს, პა­რა­ლე­ლუ­რად აყე­ნებ­დნენ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას. მო­სა­ლოდ­ნე­ლი ძა­ლა­დო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის მიზ­ნით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და მას­თან ერ­თად მყო­ფი პი­რე­ბი გა­იქ­ცნენ ავ­ტო­ბან­ზე არაგ­ვის ხი­დის­კენ და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­და­ირ­ბი­ნეს არაგ­ვის ხიდი, გა­დაკ­ვე­თეს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა და სირ­ბი­ლი გა­ნაგ­რძეს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის თან­მხლე­ბი პირი გ.ქ., რო­მე­ლიც იყო ნა­ცე­მი, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი­სა­გან თა­ვის დაღ­წე­ვის მიზ­ნით, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მო­წყო­ბი­ლი ბე­ტო­ნის გამ­ყო­ფი ზო­ლის გა­დაკ­ვე­თის შემ­დეგ, და­ი­მა­ლა გამ­ყოფ ზოლ­ში არ­სე­ბულ ნარ­გა­ვებ­ში. ამავდრო­უ­ლად, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა გა­დაკ­ვე­თეს, მე­ო­რე მხა­რეს გა­და­ვიდ­ნენ და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და მას­თან ერ­თად მყო­ფი პი­რე­ბის დევ­ნა გა­ნაგ­რძეს თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ. და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ნა­პირ­ზე არ­სე­ბუ­ლი ფე­რა­დი შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას­თან მი­ახ­ლო­ე­ბი­სას, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა და მას­თან ერ­თად მყოფ­მა ვ.ა.-მ სირ­ბი­ლი გა­ნაგ­რძეს გზის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს ხი­დის ქვეშ გა­მა­ვალ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან გზა­ზე, ხოლო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი გ.ა. გა­იქ­ცა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბის მი­მარ­თლე­ბით და და­ი­მა­ლა მის უკან არ­სე­ბულ ბუჩ­ქებ­ში. გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს და ვ.ა.-ს იმა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­კიდ­ნენ ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო ა. გ.-მ და ნ. რ.-მ, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მხა­რეს, გა­ნაგ­რძეს სირ­ბი­ლი გზის მარ­ცხე­ნა მხა­რეს არ­სე­ბულ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან გზა­ზე იმ მიზ­ნით, რომ პი­რის­პირ დახ­ვედ­როდ­ნენ იმა­ვე გზა­ზე სა­პი­რის­პი­რო მხრი­დან გა­მოქ­ცე­ულ პი­რებს და გზა გა­და­ე­ღო­ბათ მათ­თვის. ვ.ა. მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან გზა­ზე სირ­ბი­ლი­სას და­ი­მა­ლა გზის პი­რად არ­სე­ბულ ბუჩ­ქებ­ში, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა კი გა­ნაგ­რძო გა­და­ად­გი­ლე­ბა. რო­დე­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი მი­უ­ახ­ლოვ­და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გზის იმ მო­ნაკ­ვეთს, რო­მე­ლიც არაგ­ვის ხი­დის ბურ­ჯებს შო­რის გა­დის, სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან მას გზა გა­და­უ­ღო­ბეს ა. გ.-მ და ნ. რ.-მ.

გაქ­ცე­ვი­სას, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ორი­ვე მხრი­დან მო­ექ­ცა თავ­დამ­სხმე­ლებს შო­რის, რა­მაც მას მო­უს­პო თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და გარ­და­უ­ვა­ლი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ჩა­სუ­ლი­ყო გზის მარ­ცხე­ნა მხა­რეს არ­სე­ბულ ხევ­ში, სა­დაც მას ჩაჰ­ყვა ხუ­თი­ვე თავ­დამ­სხმე­ლი. ხევ­ში არ­სე­ბუ­ლი ბი­ლი­კის ბო­ლოს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი მი­ვი­და მდი­ნა­რე არაგ­ვის ნა­პირ­თან და ვი­ნა­ი­დან ცურ­ვის არ­ცოდ­ნის გამო აღ­მოჩ­ნდა მის­თვის გა­და­უ­ლა­ხა­ვი ბუ­ნებ­რი­ვი წი­ნა­ღო­ბის - მდი­ნა­რის წი­ნა­შე, ვე­ღარ შეძ­ლო გაქ­ცე­ვა. ამ ვი­თა­რე­ბით ისარ­გებ­ლეს თავ­დამ­სხმე­ლებ­მა და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს მი­ა­ყე­ნეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩე­ბის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში. სას­ტი­კად ნა­ცე­მი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი თავ­დამ­სხმე­ლებ­მა გა­და­აგ­დეს მდი­ნა­რე არაგ­ვში, რის შე­დე­გა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნით გა­მო­ი­რი­ცხა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ას­ფალ­ტი­რე­ბულ გზა­ზე, ჩან­თის აღ­მო­ჩე­ნის ად­გი­ლამ­დე ფერ­დობ­ზე მი­მა­ვალ ბი­ლიკ­ზე, მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის მო­ნაკ­ვეთ­ზე და­გო­რე­ბა - და­ცუ­რე­ბით, წაქ­ცე­ვა-და­ცე­მით ან რა­ი­მე მკვრივ-ბლაგვ სა­გან­ზე ხა­ხუ­ნით ან თრე­ვით, ასე­ვე და­ახ­ლო­ე­ბით 15.../25... მეტ­რი სი­მაღ­ლის ხი­დი­დან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ­დნის შემ­დეგ, წყალ­ზე და­ცე­მის ან წყალ­ში ჩა­ვარ­დნის შე­დე­გად, ერ­თობ­ლი­ვად გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია რა­ი­მე მკვრი­ვი-ბლაგ­ვი მატ­რავ­მი­რე­ბე­ლი საგ­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით, რო­გო­რი­ცაა ხელ­კე­ტის მსგავ­სი სა­გა­ნი, ფეხი, ქვა, მუშ­ტი.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ექ­სპერ­ტი­ზის წი­ნა­შე დას­მუ­ლი სა­კი­თხე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, აქ­ტი­უ­რად გრძელ­დე­ბა კომ­პლექ­სუ­რი სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვე­ბი.

ხუ­თი­ვე თავ­დამ­სხმე­ლის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 13-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე გან­ვით­რე­ბულ კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით, 19 ივ­ნი­სის ღა­მით, თბი­ლი­სი­დან მცხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­მარ­თა სულ 8 ავ­ტო­მან­ქა­ნა, მათ­გან სამი სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნი­დან, ხოლო ხუთი - ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნი­დან. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის და მო­ბი­ლუ­რი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის ოპე­რა­ტო­რე­ბი­სა­გან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეს­წავ­ლის შე­დე­გად უტყუ­ა­რად დგინ­დე­ბა, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის დროს, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ტო­ი­ო­ტა ქამ­რის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში მისი მგზავ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ტარ­და ათას­ზე მეტი საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის მიერ და­მუ­შა­ვე­ბულ და შეს­წავ­ლილ იქნა დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ათი­ა­თა­სო­ბით ზა­რის, მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის და ინ­ტერ­ნეტ აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­ხებ, გა­მოკ­ვლე­ულ იქნა სა­ჯა­რო და კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის კუთ­ვნი­ლი გარე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მელ­თა სა­ერ­თო ხან­გრძლი­ვო­ბა შე­ად­გენს რამ­დე­ნი­მე ასე­ულ სა­ათს, და­კი­თხულ იქნა ასე­უ­ლო­ბით მოწ­მე, ჩა­ტარ­და სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და კომ­პლექ­სუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, ამო­ღე­ბულ იქნა კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე პირ­თა ტან­საც­მე­ლი, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, აღე­ბულ იქნა ანაწ­მენ­დე­ბი და სხვა­დას­ხვა სა­ხის ნი­მუ­შე­ბი, მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ვერ­სი­ე­ბის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტი, ბრალ­დე­ბულ­თა ამოც­ნო­ბე­ბი და სხვა სა­ხის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით მი­ე­მარ­თა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებს.

გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნოთ, რომ იმ ხუთი პი­რის გარ­და, რო­მელ­თა მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ი­წყო, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და ამა­ვე ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, ასე­ვე, ჯგუ­ფუ­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 12 პირი, რო­მელ­თაც აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვთ პა­ტიმ­რო­ბა. მათ მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ოთხი­დან ათ წლამ­დე ით­ვა­ლის­წი­ნებს".


1157
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები