მკითხველების წერილების რუბრიკაში ხშირად ვაქვეყნებთ წერილებს, რომლებიც მოდის ჩვენს ფეისბუქგვერდზე და მათ შორის საკმაოდ ბევრი ეხება რძალ-დედამთილი დაძაბულ ურთიერთობებს და პრობლემებს. თუმცა საბედნიეროდ, ბევრი სრულიად სხვანაირი მაგალითიც არის, ისევე, როგორც ეს შემთხვევა.
ლელა მაკარაძე ჩვენი აქტიური მკითხველია, სამი შვილის ახალგაზრდა დედა. დედამთილს - ლალი ჩალაძეს დაბადების დღეზე ემოციური პოსტი მიუძღვნა და მას დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. გთავაზობთ ამ პოსტს:
"დღეს ყველაზე საუკეთესო ადამიანის,ყველაზე მაგარი დედის და საოცრად ტკბილი ბებოს დღეობაა...
რომ არა დღევანდელი დღე, არ მეყოლებოდა ჩემი სულის და გულის ნაწილიც, ჯერ მხოლოდ ამისთვის უნდა გიხდიდე ათას მადლობას, რომ ასეთი შვილი აღმიზარდე და გადმომაბარე.
ლალი, გილოცავ და გისურვებ უდიდეს სიხარულს, ჯანმრთელობას, მინდა ყველაზე ბედნიერი გვყავდე, ძალიან დიდხანს გვყავდეს და სულ ასეთი დადებითი, თბილი, ტკბილი, ერთგული და საყვარელი იყო... დიდხანს გვქონოდეს შენი იმედი და შენ კიდევ - ჩვენი".