2 ივნისს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სოფო ნიჟარაძემ ამერიკაში იმშობიარა და პატარას ელის-მარია დაარქვა. მომღერლის ორსულობის შესახებ მანამდეც არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, თუმცა ამ ჭორს სოფო ყოველთვის ღიმილით ხვდებოდა.
ელის-მარიას დაბადების შესახებ ამბავი სოფოს უახლოესმა მეგობრებმა AMBEBI.GE-სთან საუბარში დაადასტურეს. ამჯერად არც სოფოს უარყვია პატარას დაბადების შესახებ ინფორმაცია. სოფო ამერიკაშია და ელის-მარიას ზრდის. პატარას გაზრდაში დედა ქეთი ნიკოლეიშვილი ეხმარება.
მომღერალი ძველებურად აღარ აქტიურობს, თუმცა პერიოდულად ინსტაგრამის ისტორიებში აქვეყნებს ფოტოებს, როგორ გადის სახლიდან პირბადით.
მომღერალს შვილის ფოტო აქამდე არ გამოუქვეყნებია და არც არსად უსაუბრია პატარას შესახებ, თუმცა სოფო ნიჟარაძის დედას მართალია მოგვიანებით, მაგრამ მეგობრები შვილიშვილის დაბადებას ულოცავენ... განაგრძეთ კითხვა