3 შვილის დედა სახლების შიშვლად დალაგებისთვის საათში 120 დოლარს გამოიმუშავებს
3 შვილის დედა სახლების შიშვლად დალაგებისთვის საათში 120 დოლარს გამოიმუშავებს
"უბრალოდ ვალაგებ და მივდივარ" - ასე წერს სამი შვილის დედა, დიდი ბრიტანეთის მკვიდრი, 35 წლის კლერ ო'კონნო. ის სასტუმროში პროფესიონალ დამლაგებლად მუშაობდა. თუმცა, მის ახალ იდეას, რომლის განხორციელებაც დაიწყო, ერთი უცნაური დეტალი ხდის განსხვავებულს. დამლაგებელი, რომელიც ოთახებს დაასუფთავებს, სრულიად შიშველი იქნება.
კლერი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ არ შეიძლება კამერით გადაღება და ინტიმური ხასიათის ქცევის გამოვლენა.

mshoblebi

დალაგებაზე განსხვავებული ტარიფებია:

თუ კლიენტს ენდომება, რომ გოგონა სრულიად შიშველი იყოს, ოთახის დალაგება ერთი საათით 120 დოლარი ეღირება.
110 დოლარად კლერი წელს ზემოთ შიშველი იქნება, ხოლო
97 დოლარად გამოწყობილი იქნება ისე, როგორც ფრანგი მოსამსახურეები და ეცმევა თეთრეული.

იმისათვის, რომ ქალს იდეა განეხორციელებინა, სამსახურიდან წამოვიდა და სოციალურ ქსელში ახალი სტარტაპი წამოიწყო. სერვისს "Fantasy Clean" დაარქვა. ის იმედოვნებს, რომ შიშველ დიასახლისებზე მოთხოვნა დიდი იქნება და იდეას გაიზიარებენ არა მხოლოდ ქალები, არამედ მამაკაცებიც.

mshoblebi

კლერი ფიქრობს, რომ თავდაპირველად შესაძლოა უხერხულობა შეიქმნას დამლაგებელ გოგონასა და დამქირავებელს შორის, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ბარიერიც აღმოიფხვრება.
როდესაც კლერმა ქმარს საკუთარი იდეის შესახებ უთხრა, კაცმა თავიდან იფიქრა, რომ მისი ცოლი უბრალოდ ხუმრობდა. მაგრამ, რომ დაფიქრდა, დაასკვნა, იდეაში ცუდი არაფერი იყო. კლერს მეუღლე მხარს უჭერს, რასაც ვერ ვიტყვით სოციალურ ქსელში გამოხმაურებებზე. უამრავმა ადამიანმა არასასიამოვნო კომენტარები დაწერა.

mshoblebi

მაგალითად ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: "
ვფიქრობ, დასუფთავების ასეთი სერვისი მოხუცებს განაკუთრებით დიდ სანერვიულოს შეუქმნის. სამუშაოს საათობრივი ანაზღაურება კარგი ექიმის ანაზღაურებას უნდა გაუტოლდეს? არ ვიცი, წარმატებები".

"როგორ შეუძლია ადამიანს ფულის გამო დამდაბლდეს. ეს პროსტიტუციის ახალი ფორმაა? ნუთუ მსოფლიოში აღარაფერი დარჩა წმინდა და წესიერი? ვფიქრობ, რომ სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ და ხელი შეუშალონ ამაზრზენი იდეის განხორციელებას."- წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხამრებელი.

8201
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ლულუ
0
კაცები ცოლებს გაყრიან გარეთ და ეყოლებათ მოსამსახურეები :დ
01:07 / 14-08-2020
laili
1
ბოზობის ახალი ფორმა.ორი მრუში ერთმანეთს ხელს შეუწყობენ მრუშობაში,სავარაუდოდ შეხების გარეშე(ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას)ვგმობ დალაგების ასეთი ფორმის ლეგალიზაციას.რა არის აქ სატრაბახო?საამაყო?ვისაც ეს მოგწონთ თქვენი შვილები,დები და დედები განახოთ ღმერთმა ასეთ სამსახურში
14:47 / 13-08-2020
მსგავსი სიახლეები