რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი მესამედ განქორწინდა. ქორწინება ნადეჟდა ობოლენცოვასთანაც ისეთივე კრახით დასრულდა, როგორც მის ორ წინამორბედთან. ახლობლები ამბობენ, რომ წყვილი ერთმანეთისგან გაცილებით მეტ ფინანსურ მოგებას ელოდა და იმედგაცრუებული დარჩა.
რეზომ და ნადეჟდამ ურთიერთობა რომ დაიწყეს, იმ დროს რეზო ჯერ კიდევ ნადეჟდა მიხალკოვას ქმარი იყო. წყვილი ბოლომდე არ ამხელდა სიყვარულს საზოგადოების წინაშე, მოსკოვში ქორწილისთვის სამზადისიც ბოლო წუთამდე საიდუმლოდ შეინახეს.
მათი ქორწინებიდან მხოლოდ ერთი წელია გასული. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად იყვნენ ცალ-ცალკე. ნადეჟდა ახლაც მთელ რუსეთში მოგზაურობს თავის ინტელექტუალურ კლუბთან ერთად, რეზო კი ახალი სერიალის გადაღებებშია ჩართული. გასული წლის 18 ივლისს დაქორწინებული წყვილი წელს, 10 აგვისტოს ოფიციალურად განქორწინდა.
"მიზეზი ერთმანეთის მხრიდან ფულთან დაკავშირებული ზედმეტი მოლოდინი იყო" - ამბობს ანონიმური წყარო. რუსული გამოცემების ცნობით, წყვილს შორის მომხდარ უსიამოვნებას რეზო საერთო მეგობრებსაც აბრალებს. მან ყოფილი ცოლის გარემოცვიდან რამდენიმე მეგობართან ურთიერთობაც გაწყვიტა.