ბიოსამედიცინო მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიის პრეზიდენტი, ბიოტექნოლოგიების ცნობილი ექსპერტი ჯუზეპე ტრიტო ამტკიცებს, რომ კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსი ჩინეთის სამხედრო ლაბორატორიაშია შექმნილი როგორც ბიოლოგიური იარაღი.
აღნიშნულ თეორიას ტრიტო ავითარებს წიგნში "ჩინეთი COVID 19: ქიმერა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა".
თითქმის 300-გვერდიანი წიგნი იტალიურ ენაზეა გამოცემული. მეცნიერი ამბობს, რომ ჩინეთი ბიოინჟინერულ ექსპერიმენტებს ატარებდა წლების განმავლობაში, საფრანგეთისა და აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეს ქვეყნები მას კადრებითაც ეხმარებოდნენ. თუმცა თანამშრომლობის მიზანი იყო ვაქცინების შემუშავება ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა ატიპური პნევმონია, თუმცა საბოლოო ჯამში ჩინელებმა სხვა პოტენციალი დაინახეს, მიმართულება შეუცვალეს და საშიშ კვლევებამდე მივიდნენ.
ტრიტო ამტკიცებს, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორია იყენებდა "უკუ გენეტიკას" - პროცესს, რომლის დახმარებითაც მეცნიერები ცვლიან დაავადებების პათოგენებს, სასიკვდილო ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად.
რასაკვირველია, ბრალდებები უარყვეს. თუმცა ტრიტო ასახელებს პროგრამის დირექტორს დოქტორ ში ჩჟენლის, რომელიც სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ექსპერტებმა დაარწმუნეს, ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად გამოეყენებინა.
ჩინეთის კომუნისტური პარტია კვლავაც არ ამხელს ვირუსის შესახებ დეტალებს. არადა, ეს დეტალები აუცილებელია ეფექტური ვაქცინის შესაქმნელად. თუ ჩინეთის მხარე აღიარებს ბრალს, მას მოუწევს სოლიდური იურიდიული და ფინანსური პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, ეს კი, რასაკვირველია, არ აწყობს.
იტალიელი პროფესორი ამბობს, რომ კორონავირუსმა მუტირება განიცადა და ეს ვაქცინის ეფექტურობაზეც მოახდენს გავლენას. "მან იმდენგვარი მუტაცია განიცადა, ძალიან ნაკლებ სავარაუდოა, რომ თუნდაც ერთი ვაქცინა იპოვონ ვირუსის დასაბლოკად".