ამერიკაში საპროტესტო გამოსვლა იგეგმება შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ უქმეებზე ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ უილსონში მოხდა. 25 წლის დარიუს სესომსმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მეზობელი - 5 წლის კენონ ჰინანტი, რომელიც ველოსიპედზე იჯდა და მის ეზოზე გადაიარა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ბავშვი სწორედ ამის გამო მოკლა.
საპროტესტო გამოსვლა, რომელიც ბიჭის დაკრძალვის დღეს - ხუთშაბათს ღამით არის დანიშნული, გარდაცვლილი ბავშვის დედა ხელმძღვანელობს და მოუწოდა თანაქალაქელებს, შეუერთდნენ და გამოხატონ საკუთარი პროტესტი მკვლელობასთან დაკავშირებით.
მკვლელი იმავე დღეს დააპატიმრეს და მალე განსასჯელის სკამზე მოუწევს იმაზე საუბარი, თუ რისთვის გაიმეტა სასიკვდილოდ 5 წლის ბიჭუნა.