ბათუმის თეატრის მსახიობი ლაშა კუხიანიძე ტრაგიკულად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლაშა მე-20 სართულიდან გადმოვარდა.
ლაშა კუხიანიძე "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთ სეზონში იღებდა მონაწილეობას - გამომძიებლის როლს ასრულებდა. "ჩემი ცოლის დაქალების" კასტინგის ხელმძღვანელი ასევე სოციალურ ქსელში გამოთქვამს მწუხარებას მსახიობის გარდაცვალების გამო: "ძალიან კარგი, თბილი და ნიჭიერი ადამინი. გუნდი იზიარებს ლაშას ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას".