ამ ორ ადამიანს გუშინდელი დღის შემდეგ ეძებენ ბარ "ბაუჰაუსის" თანამშრომლები, სადაც ისინი მუშაობდნენ და ასევე მათი ახლობლები.
"გთხოვთ გაავრცელოთ
!!! ვეძებთ !!! გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს. თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები გთხოვთ, რომ გამოგვეხმაურო", - წერს ბარის ადმინისტრაცია.
როგორც კომენტარებში ახლობლები და მეგობრები ამბობენ, ბაია და გიორგი მეგობრები და თანამშრომლები არიან. "ვეძებთ ოჯახები და პოლიცია. მკვდრები ვართ უკვე. აღარ შეგვიძლია. ორი წუთით გავიდნენ ბარიდან ჩანთების გარეშე და არსად ჩანან... ბაუჰაუსიდან გამოვიდნენ დილის 5 საათზე და იუსტიციის სახლის მიმართულებით წავიდნენ. ვერცხლის ქუჩაზე ფიქსირდება ბოლო ლოკაცია", - წერენ კომენტარებში.