მშობიარობისას გარდაცვლილი თამუნა მინაშვილის ტრაგედიამმთელი ქვეყანა შეძრა. 41 წლის ქალმა 9 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპი გააჩინა და მშობიარობის დროს წარმოქმნილი გართულებების შედეგად გარდაიცვალა.
ახალგაზრადა ქალის გარდაცვალების მიზეზის დადგენაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მუშაობს. წინასწარ დიაგნოზად კლინიკა "ჰერაში" თრომბოემბოლიას ასახელებენ.
გარდაცვლილი ქალის მეუღლე "ფეისბუქზე" ხშირად აქვეყნებს ტყუპების, დანიელ და ჯეიმს ქუარელების ფოტოებს. როგორც ირკვევა, ახალშობილები თავს კარგად გრძნობენ.
- როგორ გრძნობენ თავს თქვენი შვილები?
- პატარები თავს ძალიან კარგად გრძნობენ. ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან, თუმცა ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩებიან. ყოველ დღე მივდივარ და ვნახულობ მათ.
- რამ გამოიწვია თქვენი მეუღლის გარდაცვალება? ექიმებს ხომ არ ადანაშაულებთ?
- ამ საკითხზე არ ვიცი რა ვთქვა. ჯერჯერობით ვერაფერს ვამბობ. ჯერ ისევ თავზარდაცემული ვარ ჩემი ულამაზესი მეუღლის გარდაცვალების გამო. ის ისეთი კეთილი და გულისხმიერი იყო. ყველა მისი მეგობარი განადგურებულია.