პრინცი ჰარი და უილიამი მეუღლეებთან ერთად საზოგადოებას სალაპარაკოს ყოველთვის აძლევენ. ამჯერად ის გაიხსენეს, თუ როდის და რა ვითარებაში გაიცნეს ერთმანეთი პრინცმა უილიამმა და მსახიობმა მეგან მარკლმა. ეს 2017 წელს მოხდა და სხვათა შორის, ქეით მიდლტონის დასწრების გარეშე. დეტალები აღწერილია წიგნში "თავისუფლების ძიებაში", რომელიც სასქსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ცხოვრების შესახებ გვიამბობს.
იმ დღეს კემბრიჯის ჰერცოგია ქეიტ მიდლტონი საქმეებზე გაემგზავრა, პრიცნი ჰარი და მეგან მარკლი უილიამმა მეუღლის გარეშე მიიღო. როგორც წიგნშია აღწერილი, უილიამი თავაზიანი იყო მეგანის მიმართ, თუმცა მსუბუქი დაცინვა მაინც იგრძნობოდა ჰერცოგის ტონში. "ერთი სული მქონდა მენახა ქალი, რომლის გაცნობის შემდეგ ჰარის სახეზე ეს ბრიყვული ღიმილი გაჩნდა და მას მერე აღარც მოშორებია" - განაცხადა უილიამმა ამ ისტორიული შეხვედრის გახსენებისას.
მოგვიანებით ჰარი გამოუტყდა ძმას, რომ მეგანის ცოლად შერთვას აპირებდა. მან კი ურჩია, თვალები გაახილე, უკეთ დააკვირდი და ნაჩქარევ ნაბიჯს ნუ გადადგამო. უილიამი ამ წყვილის ურთიერთობას არასერიოზულად აფასებდა, მისი მეუღლე ქეითიც იმავე აზრის იყო.
საბოლოოდ, მათი ურთიერთობა იმაზე მტკიცე აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. ვინ იფიქრებდა, რომ ჰარი სამეფო პროვილეგიებზე უარს იტყოდა და საყვარელ ქალთან ერთად ოჯახისგან ასე შორის, სხვა კონტინენტზე გადავიდოდა საცხოვრებლად.