ყოველწლიურად, ზაფხულისა და ზღვის სეზონის დადგომასთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების საკითხი აქტიურდება. ამ საკითხთან დაკავშირებით წელს ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან არაერთი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა. მაგალითად, BBC-ის მიერ შავი ზღვის დაბინძურების შესახებ მომზადებულ ბოლო სიუჟეტში შავი ზღვა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ ზღვად მოიხსენიეს. კორესპონდენტის ინფორმაციით, დაბინძურების დონე იმდენად მაღალია, რომ ნაპირიდან 400 კილომეტრზე, არა მხოლოდ ზედაპირზე, არამედ ეკოსისტემაზეც ვრცელდება. სიუჟეტში ასევე საუბარია იმაზეც, რომ ზღვის წყალში არსებობს ბაქტერიები, რომლებმაც შესაძლოა ადამიანის ორგანიზმს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ზღვაში უცნობი ვირუსებისა და ბაქტერიების არსებობის საკითხს სოციალურ ქსელშიც აქტიურად განიხილავენ. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ სავარაუდოდ, ზღვის წყლის ჩაყლაპვის შედეგად რამდენიმე ბავშვი უცნობი ვირუსით დაინფიცირდა და იაშვილის კლინიკაში მოხვდა. (ავტ. შენიშვნა: ჯერჯერობით არ არის დადგენილი გამოიწვია თუ არა ზღვის წყალმა ბავშვების დაინფიცირება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ათზე მეტი ბავშვი ერთი და იგივე დიაგნოზით მოხვდა კლინკაში და თითქმის ყველა მათგანი დასასავენებლად ბათუმში იმყოფებოდა.
AMBEBI.GE გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის ეკოლოგიის ექსპერტს, კახა გუჩმანიძეს ესაუბრა.