შაბათ გამთენიისას, "დედაენის ბაღში" მდებარე "ბაუჰაუს ბარის" ორი თანამშრომელი - გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი გაუჩინარდა. მათი კვალი იუსტიციის სახლთან იკარგება. შსს-ს განცხადებით: "ბაუჰაუს ბარიდან" 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციმ ახალგაზრდების ძებნა აქტიურად დაიწყო. გამოძიება კი 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. მომხდართზე დაკავშირებით დეტალებზე არ ლაპარაკობენ არც გაუჩინარებული ახალგაზრდების ოჯახები და არც სამსახურის თანამშრომლები. ambebi.ge ბაია ბერუაშვილის მეგობარს დაუკავშირდა: