200-ლარიან დახმარებას ის ბავშვებიც მიიღებენ, რომლებიც მომავალ თვეებში დაიბადებიან
200-ლარიან დახმარებას ის ბავშვებიც მიიღებენ, რომლებიც მომავალ თვეებში დაიბადებიან
ბავშვებისთვის განკუთვნილ 200 ლარიან დახმარებაზე 15 აგვისტოდან დაიწყო ელექტრონული რეგისტრაცია. პარალელურად, მოქალაქეებს, თუ ელექტრონულ პორტალზე ვერ შეძლებენ რეგისტრაციას, შეუძლიათ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობებს, იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებსა და "ლიბერთი ბანკის" ფილიალებს" მიმართონ. მკითხველებს გაუჩნდათ კითხვა, მიიღებენ თუ არა დახმარებას ის ბავშვები, რომლებიც 15 აგვისტოს შემდეგ დაიბადებიან. ჩვენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივმართეთ:

" ბავშვებისთვის განკუთვნილ 200 ლარიან დახმარებაზე პირველ დეკემბრამდეა
რეგისტრაცია. შესაბამისად, პირველ დეკემბრამდე დაბადებულ ყველა ბავშვს ეკუთვნის დახმარება." - გვითხრეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულ პორტალზე daxmareba.moh.gov.ge

თამარ იაკობაშვილი

21912
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
ნანა
0
დედა საქართველის მიქალაქეა მარტოხელა შვილი რუსეთის ეკუთვნის თუ არა დახმარება?
17:25 / 23-08-2020
ლანა
0
პირველივე ცდაზე დავარეგისტრირე ბავშვები...რთული არაფერია...
10:48 / 20-08-2020
მსგავსი სიახლეები

ყველაზე კითხვადი