ბავშვებისთვის განკუთვნილ 200 ლარიან დახმარებაზე 15 აგვისტოდან დაიწყო ელექტრონული რეგისტრაცია. პარალელურად, მოქალაქეებს, თუ ელექტრონულ პორტალზე ვერ შეძლებენ რეგისტრაციას, შეუძლიათ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობებს, იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებსა და "ლიბერთი ბანკის" ფილიალებს" მიმართონ. მკითხველებს გაუჩნდათ კითხვა, მიიღებენ თუ არა დახმარებას ის ბავშვები, რომლებიც 15 აგვისტოს შემდეგ დაიბადებიან. ჩვენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივმართეთ:
" ბავშვებისთვის განკუთვნილ 200 ლარიან დახმარებაზე პირველ დეკემბრამდეა რეგისტრაცია. შესაბამისად, პირველ დეკემბრამდე დაბადებულ ყველა ბავშვს ეკუთვნის დახმარება." - გვითხრეს სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულ პორტალზე daxmareba.moh.gov.ge
თამარ იაკობაშვილი