წიგნები ყოველთვის საუკეთესო არჩევანია თავისუფალი დროის შესავსებად. მითუმეტეს, დასვენების, ზაფხულის არდადეგებისა თუ შვებულების დროს. გამომცემლობები ცდილობენ ჩვენი ცხოვრებისეული მომენტები კითხვისთვის რაც შეიძლება კომფორტული და სასიამოვნო გახადონ. ციფრული პლათფორმა
gudabooks.ge სწორედ მკითხველთა კომფორტისთვის შეიქმნა. ეს აუდიო წიგნების პლათფორმაა, მხატვრული ლიტერატურა ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, რომლებსაც შეგიძლიათ მოსმენით გაეცნოთ. მოსასმენი წიგნები დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გაგატარებინებთ, პლაჟზე, ბუნებაში, ჰამაკში მყოფს თვენთვის სასურველ წიგნებს ხმამაღლა წაგიკითხავენ.
პლათფორმა
gudabooks.ge სისტემატურად ახლდება და ახალ-ახალი წიგნებით ივსება. ამჟამად მას რამდენიმე საბავშვო წიგნი დაემატა, რომელთა ჩამონათვალიც ბევრ მშობელს დააინტერესებს. აუდიოწიგნები ხომ განსაკუთრებით მოხერხებულია მგზავრობის დროს. მითუმეტეს, როცა საქმე პატარებს ეხებათ. მოსაწყენ წუთებს ბავშვებს საყვარელი წიგნები გაუხალისებენ, თან მათთვის შემეცნებითი პროცესიც იქნება.
გთავაზობთ წიგნებს gudabooks.ge-დან, რომლელთა მოსმენაც პატარებს ძალიან მოეწონებათ. იმისათვის, რომ აუდიოწიგნებს მოუსმინოთ, უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია "გუდა", დარეგისტრირდეთ საიტზე gudabooks.ge, აირჩიოთ სასურველი წიგნი, შეიძინოთ, ამის შემდეგ კი გამოგიჩნდებათ აპლიკაციაში.
ჯადოსნური სალამური გადია ლაქტონის ფარდა. ქვრივი და თუთიყუში თაფლის წვეთებივით ამბები თავგადასავალი საჰაერო ოკეანეში შეგონებანი ქრისტიანობა და სხვა რელიგიები გვრიტი და სხვა ზღაპრები საბალეტო ფეხსაცმელები