როგორც ცნობილია, მომღერალი გიგი დედალამაზიშვილი წლებია, უკრაინელ ფოტოგრაფ მარინა კარპიზეა დაქორწინებული. წყვილს ორი შვილი ჰყავს - ქალ-ვაჟი, ლიზი და ნიკოლოზ დედალამაზიშვილები.
მარინა პანდემიის გამო კარგა ხანია, არ ყოფილა მშობლიურ ქვეყანაში და ერთი თვის წინ გაემგზავრა ბავშვებთან ერთად. მანამდე იმიჯშეცვლილ მეუღლესთან ერთად ფოტოსესია მოაწყო.
გამგზავრებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი უძღოდა:
"ჩემთვის ყველაზე რთულია ის კი არა, რომ ხვალ ორ შვილსა და 6 ჩემოდანთან ერთად უნდა გავფრინდე. არც ის, რა რეჟიმში ჩავყვინთავ უკვე ხვალ საღამოს. ჩემთვის ყველაზე რთული გიგისთან განშორებაა. ამ პერიოდში კიდევ - ყველაზე მეტად. არ ვიცი, როდის მოახერხებს გადმოფრენას, გადმოცურვას, არავინ იცის, გაიხსნება თუ არა საქართველოსთან საზღვარი. ქართულ ენაში არის სიტყვა "გავუძლებთ". ოქტომბერში კი სხვა ვარიანტი თ არ იარსებებს, მზად ვარ, ფეხით დავბრუნდე უკან, საქართველოში".
დედალამაზიშვილები - რამდენიმე თვის წინ