საკვები პროდუქტები და რჩევები ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის
საკვები პროდუქტები და რჩევები ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის
დღევანდელ ეპოქაში, ერთ-ერთი პრობლემა ბავშვებში არის გონების გაფანტულობა.
1973 წელს, ამერიკელმა პედიატრმა, ბენჯამინ ფინგოლდმა აღმოაჩინა, რომ გარკვეული ხელოვნური საკვების ფერებს, არომატებსა და საკვების სხვა დანამატებს შეუძლიათ გაზარდონ ჰიპერაქტიურობა ბავშვებში. ასე გაჩნდა სპეციალური დიეტა.
ჰიპერაქტიურ ბავშვს კვების რეგულირებით შეუძლია გაუმკლავდეს მოუსვენრობასა და გონების გაფანტვას.

ბავშვის მენიუში არ უნდა იყოს: ძეხვეული, ჩიფსი, ტკბილეული და სხვა მავნე პროდუქტები.

ჩვეულებრივ, საუზმეზე და სკოლაში ბავშვები იღებენ დიდი რაოდენობით ნახშირწყლების: სენდვიჩები, ტკბილეულობა,ნამცხვრები. ასეთი ნახშირწყლები სწრაფად იწვევს სისხლში შაქრის დონის აწევას და ბავშვი ხდება აქტიური – მისი შეჩერება,
ფაქტობრივად, შეუძლებელია.

საჭიროა ენერგიის თანაბარი გადანაწილება.

უმჯობესია დილით ბავშვმა მიიღოს: ხაჭო, ყველი, კეფირი, რძე, იოგურტი, კეფირი (დანამატების გარეშე). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ როდუქტების ნაკლებობასაც შეუძლია იმოქმედოს ბავშვის განწყობაზე.

კვერცხი – "გონების საკვები"

დაამატეთ ბავშვის რაციონში მწყერის ან ქათმის კვერცხი.ისინი მდიდარნი არიან საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია სრულფასოვანი განვითარებისა და ზრდისთვის. შეიცავენ უამრავ ქოლინსა და ლეციტინს - ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროა ტვინის უკეთესი ფუნქციონირებისა და ბავშვის ნერვული სისტემის დასაცავად. განაგრძეთ კითხვა
428
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები