"გოგონების დასახმარებლად მივიდა, რომლებთანაც ოთხი მამაკაცი ცდილობდა შეჭრას" - რა ვითარებაში მოკლეს 29 წლის ახალგზარდა რაჭაში
"გოგონების დასახმარებლად მივიდა, რომლებთანაც ოთხი მამაკაცი ცდილობდა შეჭრას" - რა ვითარებაში მოკლეს 29 წლის ახალგზარდა რაჭაში

22 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, ამ­ბრო­ლა­უ­რის სო­ფელ აგა­რა­ში შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს, 29 წლის ვლას (ლასო) აბუ­თი­ძე, ღა­მის 2 სა­ათ­ზე, სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან, იმა­ვე სო­ფელ­ში, თა­ვი­სი­ვე კო­ტე­ჯში მდგმუ­რე­ბის ზა­რის შემ­დეგ მი­ვი­და. ახალ­გაზ­რდა ბიჭს კო­ტე­ჯი გო­გო­ნებ­ზე ჰქონ­და გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. ღა­მით და­უ­რე­კეს მდგმუ­რებ­მა და უთხრეს, რომ იქვე გვერ­დით, სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი მუ­შე­ბი მათ ავიწ­რო­ებ­დნენ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ოთხი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ქა­ლებ­თან შეჭ­რას შე­ე­ცა­და, სწო­რედ ამი­ტომ ითხო­ვეს მდგმუ­რებ­მა დახ­მა­რე­ბა. საქ­მის გა­სარ­კვე­ვად ლასო აბუ­თი­ძე მარ­ტო მი­ვი­და. რო­გორც ჩანს, მუ­შებ­სა და აბუ­თი­ძეს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რა­საც მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა.

ად­გი­ლო­ბივ­თა ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, ბიჭი სცე­მეს და ხე­ლით მო­გუ­დეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ.ძა­ლოვ­ნებ­მა ეს და­ნა­შა­უ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლად გახ­სნეს და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი 2 პირი: ვ.ს. და ი.ქ. და­ა­კა­ვეს.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ტყი­ბუ­ლის სო­ფელ მუ­ხუ­რა­ში მცხოვ­რე­ბი 19 წლის ბი­ჭე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ამ­ბრო­ლა­ურ­ში სა­მუ­შა­ოდ იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ბრალ­დე­ბუ­ლებს და 1990 წელს და­ბა­დე­ბულ ლასო აბუ­თი­ძეს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რაც ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. და­პი­რის­პი­რე­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით აბუ­თი­ძე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი 19 წლის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რე­ბენ. მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი და მათ 13- დან 17 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ.

მთე­ლი სო­ფე­ლი
შეძ­რა ამ ფაქ­ტმა და ისი­ნი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხო­ვენ.

კახა აბუ­თი­ძე, ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი:- ისე ვართ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ამ სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­ით, ლა­პა­რა­კი გვი­ჭირს, ისე­თი ბიჭი მოგ­ვიკ­ლეს. 29 წლის იყო ლასო, თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და და იქ საქ­მი­ა­ნობ­და, თა­ვი­სი პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი ჰქონ­და. უცხო­ეთ­შიც და­დი­ო­და და სულ შრო­მობ­და. რო­გორც კი დრო გა­მო­უჩ­ნდე­ბო­და, ამ­ბრო­ლა­ურ­ში, სო­ფელ აგა­რა­ში მორ­ბო­და, ისე უყ­ვარ­და აქა­უ­რო­ბა და მთე­ლი სა­ნა­თე­საო. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო. საკ­მა­ოდ ერუ­დი­რე­ბუ­ლი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა. კონ­ფლიქ­ტუ­რი სა­ერ­თოდ არ იყო. ასე­თი კარ­გი ბიჭი იყო და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია რა მოხ­და ისე­თი, რომ ასე გა­ი­მე­ტეს.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა ხე­ლით გა­გუ­დე­სო, მარ­თა­ლია?

- ჯერ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი არ გვაქვს, მაგ­რამ წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ასეა. მომ­ხდა­რის თვითმხილ­ველ­ნი გო­გო­ნე­ბი არი­ან და ყვე­ლა­ფერს იტყვი­ან. ამ­ბო­ბენ, ვკი­ო­დით და ვწი­ო­დით, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ მო­ვა­შო­რე­თო, ახლო-მახ­ლოს არა­ვინ ცხოვ­რობს, რომ კი­ვი­ლის ხმა ვინ­მეს გა­ე­გო და და­სახ­მა­რებ­ლად მი­სუ­ლიყ­ვნენ. კო­ტე­ჯი სოფ­ლის გა­ნა­პი­რას დგას. კი­ვი­ლით რომ ვე­რა­ფერს გახ­დნენ, თურ­მე შე­ვარ­დნენ იმ სახ­ლში, სა­დაც მუ­შე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, იქ ეძი­ნა თურ­მე ამ მუ­შე­ბის უფ­როსს, ის პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნია, გა­უღ­ვი­ძე­ბი­ათ და დახ­მა­რე­ბა უთხო­ვი­ათ. გა­მო­ვარ­დნი­ლა გა­რეთ და გაშ­ვე­ლე­ბა სცა­და, თურ­მე მკვლე­ლი ისე იყო შე­მოხ­ვე­უ­ლი ლა­სო­ზე, ამ უფ­როსს ძლივს მო­უ­გლი­ჯავს...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა
2186
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
დარეკეთ ხალხნო პოლიციაში!
0
გიგინებს პოლიციაში დაერეკათ რატომ აჩხუბეს ეს ახალგაზრდა. მესმის რომ.მეზობელი მეზობელს არ უჩივის მაგრამ როცა სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე ხარ და არ იცი გადარჩები თუ არა კიდევ სხვას ითრევ .დაერეკათ პოლიციაში არაა ეს ჩაშვება .პოლიციამ თუ არ იზრუნა მოქალაქის უსაფრთხოებაზე ვინ სხვამ აბა?გეყოთ ეს სისხლიანი გარჩევები!
05:34 / 24-08-2020
მარი
0
პოლიციაში უნდა დაერეკათ. წარმოგიდგენიათ რამდენი სიცოცხლე გადარჩება ეს რომ ვისწავლოთ. ეგრევე დაურეკეთ პოლიციას.
18:31 / 23-08-2020
მსგავსი სიახლეები