სიახლეებიკალეიდოსკოპი
"გოგონების დასახმარებლად მივიდა, რომლებთანაც ოთხი მამაკაცი ცდილობდა შეჭრას" - რა ვითარებაში მოკლეს 29 წლის ახალგზარდა რაჭაში
"გოგონების დასახმარებლად მივიდა, რომლებთანაც ოთხი მამაკაცი ცდილობდა შეჭრას" - რა ვითარებაში მოკლეს 29 წლის ახალგზარდა რაჭაში

22 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, ამ­ბრო­ლა­უ­რის სო­ფელ აგა­რა­ში შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს, 29 წლის ვლას (ლასო) აბუ­თი­ძე, ღა­მის 2 სა­ათ­ზე, სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან, იმა­ვე სო­ფელ­ში, თა­ვი­სი­ვე კო­ტე­ჯში მდგმუ­რე­ბის ზა­რის შემ­დეგ მი­ვი­და. ახალ­გაზ­რდა ბიჭს კო­ტე­ჯი გო­გო­ნებ­ზე ჰქონ­და გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. ღა­მით და­უ­რე­კეს მდგმუ­რებ­მა და უთხრეს, რომ იქვე გვერ­დით, სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი მუ­შე­ბი მათ ავიწ­რო­ებ­დნენ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ოთხი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ქა­ლებ­თან შეჭ­რას შე­ე­ცა­და, სწო­რედ ამი­ტომ ითხო­ვეს მდგმუ­რებ­მა დახ­მა­რე­ბა. საქ­მის გა­სარ­კვე­ვად ლასო აბუ­თი­ძე მარ­ტო მი­ვი­და. რო­გორც ჩანს, მუ­შებ­სა და აბუ­თი­ძეს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რა­საც მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა.

ად­გი­ლო­ბივ­თა ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, ბიჭი სცე­მეს და ხე­ლით მო­გუ­დეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ.ძა­ლოვ­ნებ­მა ეს და­ნა­შა­უ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლად გახ­სნეს და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი 2 პირი: ვ.ს. და ი.ქ. და­ა­კა­ვეს.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ტყი­ბუ­ლის სო­ფელ მუ­ხუ­რა­ში მცხოვ­რე­ბი 19 წლის ბი­ჭე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ამ­ბრო­ლა­ურ­ში სა­მუ­შა­ოდ იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ბრალ­დე­ბუ­ლებს და 1990 წელს და­ბა­დე­ბულ ლასო აბუ­თი­ძეს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რაც ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. და­პი­რის­პი­რე­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით აბუ­თი­ძე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი 19 წლის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რე­ბენ. მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი და მათ 13- დან 17 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ.

მთე­ლი სო­ფე­ლი
შეძ­რა ამ ფაქ­ტმა და ისი­ნი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხო­ვენ.

კახა აბუ­თი­ძე, ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი:- ისე ვართ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ამ სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­ით, ლა­პა­რა­კი გვი­ჭირს, ისე­თი ბიჭი მოგ­ვიკ­ლეს. 29 წლის იყო ლასო, თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და და იქ საქ­მი­ა­ნობ­და, თა­ვი­სი პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი ჰქონ­და. უცხო­ეთ­შიც და­დი­ო­და და სულ შრო­მობ­და. რო­გორც კი დრო გა­მო­უჩ­ნდე­ბო­და, ამ­ბრო­ლა­ურ­ში, სო­ფელ აგა­რა­ში მორ­ბო­და, ისე უყ­ვარ­და აქა­უ­რო­ბა და მთე­ლი სა­ნა­თე­საო. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო. საკ­მა­ოდ ერუ­დი­რე­ბუ­ლი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა. კონ­ფლიქ­ტუ­რი სა­ერ­თოდ არ იყო. ასე­თი კარ­გი ბიჭი იყო და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია რა მოხ­და ისე­თი, რომ ასე გა­ი­მე­ტეს.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა ხე­ლით გა­გუ­დე­სო, მარ­თა­ლია?

- ჯერ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი არ გვაქვს, მაგ­რამ წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ასეა. მომ­ხდა­რის თვითმხილ­ველ­ნი გო­გო­ნე­ბი არი­ან და ყვე­ლა­ფერს იტყვი­ან. ამ­ბო­ბენ, ვკი­ო­დით და ვწი­ო­დით, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ მო­ვა­შო­რე­თო, ახლო-მახ­ლოს არა­ვინ ცხოვ­რობს, რომ კი­ვი­ლის ხმა ვინ­მეს გა­ე­გო და და­სახ­მა­რებ­ლად მი­სუ­ლიყ­ვნენ. კო­ტე­ჯი სოფ­ლის გა­ნა­პი­რას დგას. კი­ვი­ლით რომ ვე­რა­ფერს გახ­დნენ, თურ­მე შე­ვარ­დნენ იმ სახ­ლში, სა­დაც მუ­შე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, იქ ეძი­ნა თურ­მე ამ მუ­შე­ბის უფ­როსს, ის პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნია, გა­უღ­ვი­ძე­ბი­ათ და დახ­მა­რე­ბა უთხო­ვი­ათ. გა­მო­ვარ­დნი­ლა გა­რეთ და გაშ­ვე­ლე­ბა სცა­და, თურ­მე მკვლე­ლი ისე იყო შე­მოხ­ვე­უ­ლი ლა­სო­ზე, ამ უფ­როსს ძლივს მო­უ­გლი­ჯავს...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა
ბეჭდვა