"თუ ამქვეყნად რამე მაინც არსებობს, გემუდარები, ნიშანი მომეცი... სიკვდილმა ვერ გვაჯობა" - მარი ნაკანის საოცარი პოსტი გარდაცვლილ ბაბუას, რომელმაც ცნობილი სასტუმრო დააპროექტა
"თუ ამქვეყნად რამე მაინც არსებობს, გემუდარები, ნიშანი მომეცი... სიკვდილმა ვერ გვაჯობა" - მარი ნაკანის საოცარი პოსტი გარდაცვლილ ბაბუას, რომელმაც ცნობილი სასტუმრო დააპროექტა
ცნობილი ფოტოხელოვანი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში საოცარ ისტორიას გვიამბობს:
"ეს ამბავი, დღემდე არ მჯერა, მაგრამ ფაქტია რომ საკუთარ თავზე გადამხდა და უნდა დავიჯერო. 90-იან წლებში, მთელ თბილისში ტყვიების ზუზუნი ისმოდა, ქალაქი გადამწვარი იყო. ვითარება უკიდურესად დაძაბული. არ იყო საჭმელი, არ იყო დენი, ყველას გვეშინოდა, ბავშვებსაც და უფროსებსაც. დილას ადრე, ჯერ კიდევ ბნელოდა როცა ბაბუაჩემი პურის საყიდლად გადიოდა, სიცივეში, სახიფათო გარემოში, საიდანაც შეიძლება არც დაბრუნებულიყო ცოცხალი. მე ბაბუას კარს მივუხურავდი, მერე ხატებთან ვდგებოდი ხოლმე, ფეხშიშველი,დილის 6 საათზე და ვლოცულობდი რომ ბაბუა დაბრუნებულიყო. .
როცა ბრუნდებოდა, ხელები სიცივისგან გალურჯებული ქონდა, პურის გარდა აუცილებლად მოქონდა კიდე რამე, ცოტა შაქარი, ვაშლი და მაკარონი. ჩაის ერთად ვსვამდით, გაყინულ ხელებს ჭიქაზე ითბობდა და სათავგადასავლო ისტორიებს მიყვებოდა. ისე საინტერესოდ ვსაუბრობდით, სულ მავიწყდებოდა რომ გარეთ ომია, შიმშილი და სიკვდილი. ვსვამთ ჩაის და უცბად ბებიაჩემი მარი კივის:
- ტონი! ივერია იწვის!!!
ჩემი სახლი სანაპიროზე იდგა, ზუსტად სასტუმრო ივერიას უყურებდა. “ივერია” ბაბუაჩემის აშენებული იყო
და მთელი რესპუბლიკის მოედანიც მისი დაპროექტებულია. ხვდებით ალბათ, როგორ უყვარდა შენობა რომელიც ჯერ თავში დაებადა, მერე ფურცელზე ხაზა და ბოლოს ქალაქში ააშენა. იმასაც ხვდებით ხო რო ამ უზარმაზარი კომპლექსის აშენებას წლები შეალია, უამრავი ენერგია ჩახარჯა და ნერვებიც დაეგლიჯა. არ დაგავიწყდეთ, ეს კომუნისტების დრო იყო და ძალიან ერჩოდნენ ბაბუაჩემს, მუდმივად. მოკლედ, იწვის ივერია! ტონიმ ფანჯრებიდან გაიხედა, სუნთქვა აჩქარებული ტელეფონთან მივარდა და რეკვა დაიწყო. მაშინ სასტუმრო გავსებული იყო დევნილებით, ბაბუას ეშინოდა ვინმე იქ მაცხოვრებელი არ დაშავებულიყო. ივერიას კალაშნიკოვიდან ესროდნენ, მიყრით, სხვადასხვა წერტილებიდან გაუხსნეს ცეცხლი. ტონი აღელვებული რეკავდა ივერიაში და აქედან კარნახობდა თუ რომელ ნომერს წაეკიდა ცეცხლი. ანუ ზეპირად იცოდა სართულები, ნომრები, ასე შორიდან კარნახობდა!
mshoblebi
მაგალითად:
- 305 ში ისვრიან, იქ ოჯახი ცხოვრობს დროზე ადით !
- 408 დან ცეცხლი გამოდის იქ მოხუცი ქალია, მიაკითხეთ სასწრაფოდ! -რომ არა ტონი, და მისი გარედან კარნახი, რთული იქნებოდა ამხელა სასტუმროს შიგნიდან გაკონტროლება და ცეცხლის ბრმად ჩაქრობა. უნდა გენახათ ბაბუაჩემის ბედნიერი სახე, როცა გაიგო რომ ყველა გადარჩა. . ამ სასტუმრომ უამრავი ოჯახი შეიკედლა და იმ პერიოდში ივერიას, ნოეს კიდობანს ეძახდნენ, რომ არა ბაბუაჩემის სიყოჩაღე, სასტუმროს უდიდესი ნაწილი დაიწვებოდა. რთულად დასაჯერებელია, რომ კაცმა ზეპირად იცოდა მრავალსართულიანი შენობის ნომრების განლაგება გარედან და ტელეფონით ზუსტად კარნახობდა რომელს სართულზე რომელი ნომერია! ასე აქრობინებდა ოთახებს, რომელშიც ცეცხლი ინთებოდა. მაშასადამე, ხანძარი ჩააქრეს. ყველაფერი დამშვიდდა. წლები გავიდა. ომიც მორჩა. მაგრამ ბაბუაჩემი აღარაა ცოცხალი. აღარც იმ სახლში ვცხოვრობ, სადაც გავიზარდე. ახლა, რესპუბლიკის მოედანზე, ყოველი გასვლა, ჩემთვის შეხვედრაა წარსულთან. ივერია ჩემი ოჯახის წევრი მგონია. ვუყურებ ხოლმე და ჩუმად ვესაუბრები.
- გახსოვს როგორ გადაგარჩინა ტონიმ? გახსოვს როგორ უყვარდი? ფანჯარასთან როგორ დადგებოდა ხოლმე მზის ჩასვლის დროს, ჩიბუხს რო უკიდებდა და სიამაყით გიყურებდა- იცი? ეს შენი ძმააო მეუბნებოდა... იცი? ტონი აღარ არის... . წლები გავიდა. ნოემბერია. მივდივარ სასაფლაოზე და ხმამაღლა ველაპარაკები ბაბუაჩემს. ჩემი დაბადებისდღე ახლოვდებოდა, ვთხოვე, მეთქი თუ ამ ქვეყნად რამე მაინც არსებობს, მანიშნე, ტონი-თქო. უკვე რამდენი წელი გავიდა, რაც ჩემ გვერდით აღარ ხარ, მენატრები, მაკლიხარ, არ ვიცი სად გეძებო. ისიც არ ვიცი საიქიო არსებობს თუ არა, სიკვდილის მერე ცხოვრება გრძელდება თუ არა. გთხოვ, გემუდარები რამე ნიშანი მომეცი მეთქი. ხვალ ჩემი დაბადების დღეა, გამიკეთე საჩუქარი, ისე არაფერი გამახარებს, როგორც შენგან რამე სიმბოლური ნიშანი, რომ შენ აგრძელებ არსებობას, რომ სადღაც არსებობ, რომ მიყურებ, რომ ოდესმე გნახავ... ასე ვსაუბრობ და თან ვქვითინებ. მახსენდებოდა ყველაფერი, მთელი ჩემი ბავშვობა, თან გარეთ საღამოვდებოდა, ციოდა და აუტანლად სევდიანი ამინდი იდგა. თავი ყველაზე მარტო მეგონა... მომდევნო დღე სევდიანი იყო, დაბადებისდღე არ გადამიხდია. ჩემი ძალიან ახლო მეგობრის ოჯახის წევრი გარდაიცვალა, ჯერ ეკლესიაში მივედი, შემდეგ დაკრძალვაზე. მთელი დღე ისეთი ჩუმი, სევდიანი, მოღრუბლული იყო. ცერემონიის დროს ერთი ლამაზი გოგონა მომიახლოვდა, შეამჩნია რომ ვტიროდი და მომეხვია. მითხრა, რომ ძალიან მოწყენილია და სადმე გაისეირნებდა. სრულიად უცნობები ვიყავით ერთმანეთისთვის, მაგრამ იმდენად დამწუხრებულები, რომ ძალიან კარგად გვესმოდა ერთმანეთის. ეს ახალგაზრდა ბიჭის დაკრძალვა იყო და ხვდებით, როგორი დამძიმებული მქონდა გული...
mshoblebi
მომკიდა ამ უცნობმა გოგომ ხელი და მეუბნება, ნახე, წვიმა იწყება, წამოდი ჩემთან სახლში, ჩაის დაგალევინებ, გათბები. უცნაური ისაა, რომ გავყევი. ჩემთვის აბსოლუტურად უცნობ ადამიანს, რამოდენიმე წუთის გაცნობილს. მაგრამ იმდენად გულიანად მეპატიჟებოდა, თან მიღიმოდა, თან ეტირებოდა. ამ ყველაფერს ის უცნაურობა ემატებოდა რომ ჩემი დაბადებისდღე იყო და ძალიან მწყინდა რომ ასე, ახლობელი ადამიანის, ულამაზესი ბიჭის დაკრძალვაზე მომიწია ყოფნა, ყველაზე სევდიან დღეს. მივყვები ამ გოგოს პლეხანოვზე, თავის სახლში. სახელიც არ ვიცი მისი. ავდივართ. სანამ ჩაი დაადგა ოთახის კედლებმა მომნუსხა, ყველგან ნახატი ეკიდა. საოცარი ნახატები! ვუყურებდი პირდაღებული და ვეკითხები, ვისია ეს ნახატები თქო. ჩემი დახატულიაო. გავგიჟდი. აი, მე რომ ძალიან მიყვარს, ისე ხატავს. დამიჯდა, გადამიშალა თავისი ძველი ალბომი, ძველი ჩანახატები, მე ბავშვივით აღფრთოვანებული ვარ და ვეუბნები, რომ სიამოვნებით დავიკიდებდი მის რომელიმე ნახატს სახლში. უცბად მეუბნება, ჰოდა, ხომ შენი დაბადებისდღეა? იცი, რა უნდა გაჩუქო? ოთახში მიკიდია, წამო განახო თუ მოგეწონება. გავყავარ, მე დაბნეული, რაღაც ძაან მომერიდა უცბად, ის მიღებს უკანა ოთახის კარებს... და უზარმაზარ კედელზე კიდია უზარმაზარი ნახატი... ვშეშდები. - აი, შენი დაბადებისდღის საჩუქარი! გახსოვს სასტუმრო ივერია? სავსე რომ იყო დევნილებით, ყველა ერთად რომ შეიფარა, მე ეს შენობა ძალიან მომწონს... - და მიხსხნის ამ შენობის მთელ მუღამს, ისე, რომ არც კი იცის, ვისი შვილიშვილი ვარ, მიყვება, როგორი საინტერესო შენობაა, როგორი მაგარი არქიტექტორი ყავდა... მე კიდე ვდგავარ, ენაგადაყლაპული, ცრემლები ღაპაღუპით მომდის და ვხვდები ახლა, რომ არ ქონია ურთიერთობას საზღვარი, რომ სიკვდილმა ვერ გვაჯობა, რომ სიყვარული მუდმივობაა, რომ ერთხელაც მე აუცილებლად ვნახავ ტონის, რომ ის ნიშანს მაძლევს და მეუბნება, რომ ჩემს გვერდით დგას, რომ მან, როცა ვთხოვე, ჩემს ყველაზე სევდიან დაბადების დღეზე, აი ასეთი საჩუქარი გამომიგზავნა." - წერს მარი ნაკანი.
14942
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
მაია
0
მეხუთე წელია, ჩემი შვილისგან ველოდები რაიმე მსგავს ნიშანს. ჯერ არ სჩანს, ან მე ვერ ვხედავ...
19:33 / 26-08-2020
Nino
1
ნეტავ ჩემი შვილიც მომცემდეს ნიშანს და მიმახვედრებდეს რომ.იმიერ შევხვდებით და ერთად ვიქნებით.მარი ძალიან ემოციური ამბავია... სუნთქვა რომ შემეკრა ისეთი.
22:57 / 25-08-2020
მსგავსი სიახლეები