"იხვეწებოდა, მითხარით: დედა, ნუღარ მიდიხარ... ყველა ხელებში შესცქეროდა... ორი კვირის მეტი ვერ გაძლო" - ემიგრანტის ისტორია
"იხვეწებოდა, მითხარით: დედა, ნუღარ მიდიხარ... ყველა ხელებში შესცქეროდა... ორი კვირის მეტი ვერ გაძლო" - ემიგრანტის ისტორია
ხომ გიყიდა ბინა!
ხომ დაგამთავრებინა უმაღლესი!
ხომ შემოსა შვილიშვილები!
ხომ გაწვდიდათ საკვების თანხას მთელი 18 წელი!
ხომ შეიტანა 5-ჯერ ბინის საწყისი თანხა ვაი "ცენტრ-პოინტის" უსინდისო მუცელში!
ავეჯით ხომ გააწყო ორთავე ვაჟისა და სიძე-ქალიშვილის ბინები!
მეუღლეს, ღრმად მოხუც დედას, შვილს - ოპერაციების თანხა ხომ გამოგიგზავნათ!
ხომ მოგაწყოთ სამსახურებში!
გასულ ზაფხულს ჩამოვიდა...
გულზე მოგხვდათ მისი დასივებული ფეხები და მხოლოდ ძარღვებად ქცეული ხელები; ახალგაზრდა გახსოვდათ და ხელში გატეხილი და თვითონ დაავადებული ხანმოთეული შეგრჩათ, რომელიც იღიმებოდა და ამ ღიმილმა შეგაშინათ, ტიროდა და ცრემლი არ ჩამოსდიოდა...
ვერცერთმა თავი ვერ შეიკავეთ ქვეყანაში გამეფებულ "გაუსაძლის მდგომარეობაზე" რომ არ გელაპარაკათ მთელი დღეები... სულ საკვები პროდუქტების ნაკლებობაზე წუწუნებდით...
მონატრებულის სანახავად ვინც მოვიდა - ყველა ხელებში შესცქეროდა; სადაც წავიდა - ყველა ხელებში შესცქეროდა...
ორი თვის "შვებულება" ჰქონდა ბერძენი "პატრონისგან"... ორი კვირის მეტი ვერ გაძლო...
ძლივს აალაგა დასივებული კიდურები და წავიდა... კარებში რომ გადიოდა ჩაილაპარაკა: "წყალს ვერ მივეჩვიე იქაურს, ესაა ფეხებს რომ მისიებს, სხვა მხრივ არ მიჭირს"...
აეროდრომზე ყველამ ერთად გააცილეთ; პერმესო მიღებული ჰქონდა დიდი ხანია და წასვლას საელჩოებში ხეტიალი არ სჭირდებოდა... ახალგაზრდა გოგონამ ხელბარგი შეუმოწმა; მისი საყვარელი საჭმელი - ყველიც არ წაიღო - დასაშვებ წონაზე მეტია და თანხა არ მეყოფაო, მხოლოდ ტყემლის საწებელმა შეავსო უფასო ტვირთი...
საკონტროლო გამშვები ხაზი თითქმის უკუსვლით განვლო; გიყურებდათ და სულის სიღრმეში გწვდებოდათ მისი მზერა, რომელსაც გულგრილად უკუაგდებდით ყველანი;
ეს მზერა იხვეწებოდა:
- "მითხარით: დედა, ნუღარ მიდიხარ"!
თვითმფრინავის ტრაპს რომ გადააბიჯა - გაეღიმა: - "ქართველები იქ არ დამტოვებენ, თუ"...
ცირა ნიკოლემშვილი.
პ.ს. არის სიმართლის მარცვალი ამ ნაწერში. და მე მინდა, რომ თუნდაც ამ პერმესოს გამოსვლით აღტაცებამ მალე გაიაროს და დავუბრუნდეთ ჩვენს ოჯახებს ვიდრე მიეჩვევიან ჩვენს გარეშე ცხოვრებას. ყველაფერმა მიჩვევა იცისო ნათქვამია და შეჩვევა ყველაზე დიდი სიყვარულიაო. ხოდა ნუ მივცემთ წლებს სამკუენალოდ უჩვენოდ გასავლელ დროს.
ლეილა ლაჩაშვილი
12124
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
გამოითხივოს მთავრობამ უცხოეთში დასაქმებულები და დაასაქმონ სამშობლოში!რადგან ოჯახები ინგრევა .ოჯახს სჭირდება შემოსავალი ისეთი რომ მინიმალურს მაინც გაწვდნენ!
0
გმირებიც არიან და მსხვერპლებიც.აბა რა ქნან როცა საქართველოში შიმშილისთვის არიან განწირულნი.ქართველი ერი არაა ზარმაცი ერი.პირიქით ყველანაირად ებრძვიან სიღარიბეს!ოჯახი არაა რომ ვინმე არ იყოს გადახვეწილი სამუშაოდ!ეს სამუშაო ძალა და ენერგია სახელმწიფომ წესით ქვეყანას უნდა მოახმაროს.მაგრამ არაა საშველი!ნურავის მოსთხოვთ სამას ლარზე მუშაობას .
05:25 / 24-08-2020
123
21
აი იცით რა არ მესმის ნუ წავლენ და თუ წავლენ ნუღარ წუწუნებენ,თან გმირის როლში უნდათ ყოფნა თან მსხვერპლად მოაქვთ თავი,თან გარბიან თან სამშობლოს მოსტირინან,თან ეხმარებიან თან აყვედრიან,აქაც უბედურები იყვნენ და იქაც უბედურები არიან.მგონი ეს რაღაც სხვა პრობლემაა არამატერიალური
00:25 / 24-08-2020
მსგავსი სიახლეები