ხელვაჩაურში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა
ხელვაჩაურში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს" ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თხილნარის ყოფილ მეურნეობაში მცხოვრებ ირაკლი კახიძის საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა, რომელმაც საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა. საბედნიეროდ, ოჯახის წევრები არ დაშავებულან“, - განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.

ასევე, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესი განვითარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან.
388
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
როცა იცი რომ შენს სახლში ხარ და ყველაფერი კარგადაა არც მაშინაა დაცული ადამიანი
05:27 / 24-08-2020
მსგავსი სიახლეები