"დათო იბრძვის და თავისი ბრწყინვალე გონებით მართავს საკუთარ დალეწილ ორგანიზმს, სადამდეც შეუძლიაო" - რა მდგომარეობაშია ექიმი, რომელსაც კომენდანტის საათის დასრულებიდან მალევე მანქანა დაეჯახა
 "დათო იბრძვის და თავისი ბრწყინვალე გონებით მართავს საკუთარ დალეწილ ორგანიზმს, სადამდეც შეუძლიაო" - რა მდგომარეობაშია ექიმი, რომელსაც კომენდანტის საათის დასრულებიდან მალევე მანქანა დაეჯახა
სამი თვე გავიდა იმ საშინელებიდან, ტელევიზორიდან რომ შევიტყვეთ - კომენდანტის საათის დამთავრებიდან მალევე ველოსიპედისტს მანქანა დაეჯახაო და ალბათ ბევრმა ვერც წარმოვიდგინეთ, ეს „ველოსიპედისტი“ ბევრის დამხმარე, მხსნელი და იმედი დავით ანდღულაძე თუ იყო.3 თვეა, დათო მძიმე დაზიანებებით უძრავად წევს რეანიმაციაში. აქაურმა ექიმებმა გასაკეთებელი გააკეთეს, დათო სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ ახლა მისი საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, მისი ნამდვილი „გაცოცხლებისთვის“ კიდევ 100 000 ევროა საჭირო. ამხელა თანხის სწრაფად შეგროვებას მარტო დათოს ოჯახი და გულშემატკივრები ვეღარ ეყოფიან. მათ ისედაც ბევრი გააკეთეს და უშურველად გაიღეს, ვისაც რა შეეძლო.
მგონია, რომ ახლა უკვე მთავრობას, პრემიერს, ქალაქის მერს, სამინისტროებს, ბიზნესმენებს, ბანკებს უნდა მივაწვდინოთ ხმა და ავუხსნათ, რატომ უნდა დავეხმაროთ დავით ანდღულაძეს:
იცით, იმ დღეს საიდან მოდიოდა დათო გვიან ველოსიპედით? - პაციენტისგან, რომლის დასახმარებლად ღამის პირველამდე ვერ მოიცალა, დილიდან გვიანამდე სულ გადაბმული ფსიქოთერაპიული სეანსები ჰქონდა, როგორც ყოველთვის.
იცით, რა უთხრა ხერხემალდაზიანებულმა, დალეწილმა და დასისხლიანებულმა დათომ ამ საშინელებიდან რამდენიმე წუთში მისულ თავის დას? - ტელეფონში ნახე, ხვალ მოსასვლელ პაციენტებს შეატყობინე, რომ ვერ მივიღებ, ტყუილად არ მოვიდნენო.
იცით, რას ამბობდა დათო, როცა მისი დილიდან შუაღამემდე თავგადადებული მუშაობის გამო ვწუხდი? - მე რა მიჭირს, დაღლილობის მართვა შემიძლია. ამ ადამიანებს გადაუდებლად და ძალიან ვჭირდებიო.
იცით, დათოს შემოსავალი რამდენი იყო? თითქმის
არაფერი, ნახევარზე მეტი „უფასო“ პაციენტები ჰყავდა - უჭირთ ადამიანებსო, ამბობდა.
იცით, რას ამბობენ ექიმები? - ჩვენ აქ დიდად ვეღარაფრით ვეხმარებით, დათო თვითონ იბრძვის და თავისი ბრწყინვალე გონებით მართავს საკუთარ დალეწილ ორგანიზმს, სადამდეც შეუძლიაო.
იცით, ახლაც რაზე დარდობს დათო? - ჩვენზე, სხვებზე, იმაზე, რომ ძალიან არ ვინერვიულოთ, იმედი არ დავკარგოთ, არ შევწუხდეთ.
იცით, როგორი გვერდში დგომა შეუძლია დათოს? - უთქმელი, უხმაურო, შეუმჩნეველი, დროული, უანგარო, გულიანი, ბოლომდე.
დავით ანდღულაძე ქვეყანას ძალიან სჭირდება!
კი, ამიტომაც უნდა დავეხმაროთ!
თიბისი ბანკის ანგარიში GE67TB7019045069600001
მიმღები: კონსტანტინე ანდღულაძე
საქართველოს ბანკის ანგარიში: GE04BG0000000125920900
მიმღები: სოფიო ანდღულაძე / Sopio Andghuladze
დანიშულება: შემოწირულობა დავით ანდღულაძისთვის.
5340
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები