"ამ­ბო­ბენ, რომ მგზავ­რე­ბი ექ­სკურ­სი­ა­ზე ყო­ფი­ლან შა­ტილ­ში და მათ შო­რის არი­ან მცი­რე­წლოვ­ნე­ბიც" - თვითმხილველები შატილის გზაზე მომხდარ ავარიაზე
"ამ­ბო­ბენ, რომ მგზავ­რე­ბი ექ­სკურ­სი­ა­ზე ყო­ფი­ლან შა­ტილ­ში და მათ შო­რის არი­ან მცი­რე­წლოვ­ნე­ბიც" - თვითმხილველები შატილის გზაზე მომხდარ ავარიაზე

შა­ტი­ლის გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და, რა­საც მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. შსს-ს წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლია 12 ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მე­ტია. 3 ადა­მი­ა­ნი მძი­მე­დაა და­შა­ვე­ბუ­ლი, მათ­გან ორი ადა­მი­ა­ნი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. სა­მი­ვე და­შა­ვე­ბუ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც kvirispalitra.ge-ს თვითმხილ­ველ­მა გა­ნუ­ცხა­და, მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ.

"ჩვენ რომ მო­ვე­დით, უკვე მომ­ხდა­რი იყო ავა­რია. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­სახ­ვე­ვი­დან გა­და­ვარ­და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მო­სახ­ვევ­ში, გზი­დან გა­და­სუ­ლი მან­ქა­ნა იდგა, სწო­რედ მას შე­ე­ჯა­ხა და გა­და­ვარ­და.

სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს, ახლა ვე­ლო­დე­ბით და­მა­ტე­ბით ძა­ლებს, რომ ცხედ­რე­ბი ამო­ვას­ვე­ნოთ.
ალ­ბათ, რამე ტური იყო, უმე­ტე­სო­ბა ახალ­გაზ­რდაა, რო­გორც ვიცი, 17 და­ღუ­პუ­ლია და 3 გა­დარ­ჩე­ნი­ლი. ერთ-ერთი გა­დარ­ჩე­ნი­ლი გო­გო­ნა გონ­ზე იყო, რო­მე­ლიც სას­წრა­ფომ წა­იყ­ვა­ნა", - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.
"ამ­ბო­ბენ, რომ მგზავ­რე­ბი ექ­სკურ­სი­ა­ზე ყო­ფი­ლან შა­ტილ­ში და მათ შო­რის არი­ან მცი­რე­წლოვ­ნე­ბიც. ჯერ ზუს­ტად არა­ვინ იცის და არაა დად­გე­ნი­ლი, ვინ არი­ან მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მგზავ­რე­ბი" - აცხადებს კიდევ ერთი თვითმხილველი.
მიკროავტობუსი, რომელიც შატილის გზაზე 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას ეკუთვნოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა, ტურში სულ 19 ადამიანი იმყოფებოდა.

მისივე განმარტებით, უბედური შემთხვევა უკანა გზაზე მოხდა.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, პირველადი ინფორმაციით, 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.
1640
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ქეთი
0
მიხედეთ ასეტი ტურისტული კომპანიების თავზეხელაღებულ მძღოლებს.
11:36 / 24-08-2020
ნუთუ არ უნდა იყოს თავიდან აცილებული ასეთი საფრთხე?
0
რა არაარაობაა ყველაფერი რაა..
05:29 / 24-08-2020
მსგავსი სიახლეები