"გზა 2-ჯერ უკეთესია, ვიდრე შარშან იყო და 10-ჯერ უკეთესი, ვიდრე რამდენიმე წლის წინ" - რას წერს ცნობილი ფოტოხელოვანი, რომელმაც ახლახან იმავე გზით იმგზავრა, რომელზეც ავარია მოხდა
"გზა 2-ჯერ უკეთესია, ვიდრე შარშან იყო და 10-ჯერ უკეთესი, ვიდრე რამდენიმე წლის წინ" - რას წერს ცნობილი ფოტოხელოვანი, რომელმაც ახლახან იმავე გზით იმგზავრა, რომელზეც ავარია მოხდა
ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია სოციალურ ქსაელში შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. როგორც აღმოჩნდა, მას ახლახან უმგზავრია იმ გზაზე, საიდანაც სამგზავრო მიკროავტობუსი გადავარდა. 
"დღეს კიდევ ერთი უდიდესი ტრაგედია მოხდა ჩვენს ქვეყანაში. შატილისკენ მიმავალ გზაზე, 17 ახალგაზრდა დაიღუპა ავტოკატასტროფაში, გაოგნებული, უკიდეგანოდ შეწუხებული ვარ მომხდარი უბედურებით, არადა ეს გზა პარასკევს გავიარე მუცომდე და საღამოს თბილისისკენ მომავალმა.. გზა 2-ჯერ უკეთესია, ვიდრე შარშან იყო და 10-ჯერ უკეთესი, ვიდრე რამდენიმე წლის წინ... მე სულ რამდენიმე წუთია ვესაუბრე ჩემს მეგობარ ზაზა ხიზამბარელს, რომელიც ყველაზე რთულ უბანს ხელმძღვანელობს,
მისი საუბრიდან გავიგე, რომ მძღოლის პასუხისმგებლობა უფრო იკვეთება: მართალი გითხრა, არ მომეწონა მძღოლი ან ძალიან გადაღლილი იყო ან კიდევ... როგორც მან იცის, უკვე სამშვიდობოს გადმოსულს მოსახვევში გაუსწრია წინ მიმავალ სატვირთოსთვის და დაჯახებია მოსახვევში მდგარ ბეტონმზიდს, რომელიც ბეტონს ასხამდა... და ორთავე მანქანა გადავარდა 80 მეტრის სიმაღლიდან... შედეგად დაიღუპა სულ ახალგაზრდა გოგო ბიჭები და გაუბედურდა ვინ იცის, რამდენი ოჯახი...
უდიდესი ტკივილით ვუსამძიბრებ თითოეული დაღუპულის ოჯახს და მთელს საქართველოს," - წერს ბადრი ვადაჭკორია.
1580
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
რა ბეტონმზიდს, ხევში ჯიპი იყო გადავარდნილი. ვადაჭკორიას ვარდისფერი ფლამინგოები ელანდება
04:24 / 25-08-2020
მსგავსი სიახლეები