"დედა საზღვარგარეთ არის, ბავშვი მამასთან ერთად ცხოვრობდა" - რას ყვებიან სოფელში, სადაც 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს
"დედა საზღვარგარეთ არის, ბავშვი მამასთან ერთად ცხოვრობდა" - რას ყვებიან სოფელში, სადაც 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს

თერ­ჯო­ლა­ში მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 11 წლის ბავ­შვის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ბრალ­დე­ბით მამა და­ა­კა­ვეს.

თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ა­ში ambebi.ge -ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ტრა­გე­დია სო­ფელ ძევრში მოხ­და. სოფ­ლის გამ­გებ­ლის ფრი­დონ კუ­ტა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბავ­შვის ცხე­და­რი სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

"რო­გორც კი შე­მა­ტყო­ბი­ნეს ეს ამ­ბა­ვი, მა­შინ­ვე მი­ვე­დი ოჯახ­ში. უამ­რა­ვი ხალ­ხი იყო შეკ­რე­ბი­ლი, პო­ლი­ცი­აც იყო უკვე მი­სუ­ლი და და ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­დაჰ­ყავ­დათ ბავ­შვი. ძა­ლა­დო­ბა­ზე მე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, რად­გან არ ვიცი ეს დე­ტა­ლე­ბი. დედა სა­ზღვარ­გა­რეთ არის და ბავ­შვი მა­მას­თან ერთდ ცხოვ­რობ­და. გარ­დაც­ვლილ
ბავ­შვს ერთი და ჰყავს, რო­გორც ვიცი, ის გა­თხო­ვი­ლია", - გა­ნუ­ცხა­და ambebi.ge-ს სო­ფელ ძევ­რის რწმუ­ნე­ბულ­მა.
წაიკითხეთ სრულად
2249
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ეს ბავშვი ყველამ გაწირა
0
გათხოვილი და თუ ჰყოლია წაეყვანა იქ ყოფილიყო თუ იმასაც ეშინიდა მამის ან ქმარს ვერ უბედავდა ჩემი ძმა ჩვენთან იყოსო?
14:08 / 25-08-2020
მსგავსი სიახლეები