თერჯოლაში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში ambebi.ge -ს განუცხადეს, რომ ტრაგედია სოფელ ძევრში მოხდა. სოფლის გამგებლის ფრიდონ კუტალაძის განცხადებით, ბავშვის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
"როგორც კი შემატყობინეს ეს ამბავი, მაშინვე მივედი ოჯახში. უამრავი ხალხი იყო შეკრებილი, პოლიციაც იყო უკვე მისული და და ექსპერტიზაზე გადაჰყავდათ ბავშვი. ძალადობაზე მე ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვიცი ეს დეტალები. დედა საზღვარგარეთ არის და ბავშვი მამასთან ერთდ ცხოვრობდა. გარდაცვლილ ბავშვს ერთი და ჰყავს, როგორც ვიცი, ის გათხოვილია", - განუცხადა ambebi.ge-ს სოფელ ძევრის რწმუნებულმა.