"ჩემი სული, სულ აქაა, სულ..." - ვინ იყო გოგონა, რომელიც საბედისწერო ავარიას დედასთან ერთად ემსხვერპლა
"ჩემი სული, სულ აქაა, სულ..." - ვინ იყო გოგონა, რომელიც საბედისწერო ავარიას დედასთან ერთად ემსხვერპლა
23 აგ­ვის­ტოს შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას 17 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, სამი კი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო.

რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, შემ­ზა­რა­ვი ავ­ტო­ა­ვა­რი­ის დროს და­ღუ­პულ 17 ადა­მი­ანს შო­რის არის დედა-შვი­ლი, მაია მა­მუ­ჩაშ­ვი­ლი და მისი 31 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ნუცა ყა­ნა­დაშ­ვი­ლი.

ლაშა თურ­მა­ნი­ძე, ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია "ივერ ტუ­რის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი:

- ნუ­ცას ახლო არ ვიც­ნობ­დი, მე­გობ­რებ­ში მყავ­და და გვქონ­და მი­მო­წე­რა. მეც ვა­პი­რებ­დი ტუ­რის მო­წყო­ბას გუ­შინ, მაგ­რამ უა­მინ­დო­ბის გამო გა­დავ­დე. ვე­რი­დე­ბი ხოლ­მე ასეთ ამინ­დებ­ში ტუ­რის მო­წყო­ბას. ორი დღის
წინ ვე­სა­უბ­რე ნუ­ცას, ხევ­სუ­რე­თის ტურ­ზე უარი ვუ­თხა­რი, უა­მინ­დო­ბის გამო უნდა გა­დავ­დო - მეთ­ქი, მე­გო­ნა, არ წა­ვი­დო­და, წა­სუ­ლა მა­ინც.
გუ­შინ "ფე­ის­ბუქ­ზე" ხევ­სუ­რეთ­ში ყოფ­ნი­სას და­წე­რა: "ჩემი სული, სულ აქაა, სულ..." - ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია მოხ­და, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ.

“17 ადა­მი­ანს შო­რის ჩემი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ტუ­რის­ტი ნუცა ყა­ნა­დაშ­ვი­ლი და ჩემი კო­ლე­გა სერ­გო გორ­ლი­უ­კო­ვია. რთუ­ლია სი­ტყვე­ბის მო­ძებ­ნა, ძა­ლი­ან დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი..." - წერს ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია “გა­ი­ცა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს” ხელ­მძღვა­ნე­ლი ნიკა ჯმუ­ხა­ძე. განაგრძეთ კითხვა
7755
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები