შატილის გზაზე მომხდარ ავარიას 17 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. მგზავრებს შორის იყვნენ რუსთაველი დებიც, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი უმძიმეს მდგომარეობაში სიცოცხლისთვის იბრძვის.
გარდაცვლილი 25 წლის მედეა დევსურაშვილია, ხატია კი 23 წლისაა. მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაცია უტარდება.
დების შესახებ ინფორმაცია და ფოტოები სოციალური ქსელით გავრცელდა. ხატიას, ისევე, როგორც სხვა დაშავებულებს, უამრავი ხალხი გადარჩენას და ჯანმრთელობას უსურვებს.