ხატია ზაალიშვილი ერთ-ერთია იმ 17 ადამიანიდან, რომლებიც შატილის ტრაგედიას ემსხვერპლნენ. ხატია მეორე კურსის სტუდენტი იყო, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობდა. მისმა უნივერსიტეტმა საჯარო პოსტიც გაავრცელა:
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუშინ მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი ტურიზმის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი ხატია ზაალიშვილი ემსხვერპლა. ვუთანგრძნობთ ოჯახს, მეგობრებს და თანადგომას ვუცხადებთ".
ხატიას 1 წლის შვილი დარჩა.