"ახლა, როცა უნდა გვეცოცხლა, ერთმანეთის მიყოლებით ვკვდებით, ზოგს გვკლავენ, ზოგი ერთმანეთს ვკლავთ, ზოგიც თავს ვიკლავთ..."
"ახლა, როცა უნდა გვეცოცხლა, ერთმანეთის მიყოლებით ვკვდებით, ზოგს გვკლავენ, ზოგი ერთმანეთს ვკლავთ, ზოგიც თავს ვიკლავთ..."
ახალგაზრდა პედაგოგი ნინო მალუტაშვილი ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარ არაერთ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

"ჩვენ 90-იანი წლების ბავშვები ვართ. უშუქობასა და უპურობაში გაზრდილები, რომლებმაც ვერ აღვიქვით, სად დასრულდა ბავშვობა, რადგან არც გვქონია. ჩვენი მშობლები დაკარგული თაობიდან არიან, ჩვენ - შიშის... და ახლა, როცა უნდა გვეცოცხლა, ერთმანეთის მიყოლებით ვკვდებით, ზოგს გვკლავენ, ზოგი ერთმანეთს ვკლავთ, ზოგიც თავს ვიკლავთ და გვპოულობენ ზოგს არაგვში, ზოგს მტკვარში, ზოგს ხევში გადაჩეხილებს. სკოლაში მარიგებდნენ, რომ ქვეყნისთვის სიკვდილი გმირობაა, ახლა, როცა მე თვითონ ვარ მასწავლებელი, არ ვიცი რა ვუთხრა
მათ... იქნებ, ასეთ ქვეყანაში სიკვდილი კი არა, სიცოცხლე უფრო დიდი გმირობაა?!

გემუდარებით, იცოცხლეთ, როგორმე გადარჩით!.."
6580
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ქუთაისელი
0
სრულებით ვეთანხმები ავტორ,,,,,მე მხოლოდ ერთს დავამატებდი "ამქვეყანაში ცხოვრებაც უდიდესი გმირობაა"ვინც არ მიდის შეგნებულად საზღვარგარეთ იმათ ვენაცვალე და დიდი მადლობა....რომ აქ ამ გაწვალებულ ცხოვრებას უმკლავდება და თუნდაც დამცირებულად რომლებსაც და მათ შვილებს არ აქვთ: უახლესი მობილურები,თანამედროვე მოდელის ავტომანქანები,თანამედროვე სმარტ ტელევიზორები;თანამედროვე სარეცხი-საშრობო მანქანები;კონდიციონერები და რავი კიდევ რამდენი რამ.....
11:35 / 27-08-2020
100% მართლაც
0
ასეთ ქვეყანაში სიკვდილი კი არა, სიცოცხლე უფრო დიდი გმირობაა?!
23:28 / 26-08-2020
მსგავსი სიახლეები