"ახლა, როცა უნდა გვეცოცხლა, ერთმანეთის მიყოლებით ვკვდებით, ზოგს გვკლავენ, ზოგი ერთმანეთს ვკლავთ, ზოგიც თავს ვიკლავთ..."
"ახლა, როცა უნდა გვეცოცხლა, ერთმანეთის მიყოლებით ვკვდებით, ზოგს გვკლავენ, ზოგი ერთმანეთს ვკლავთ, ზოგიც თავს ვიკლავთ..."
ახალგაზრდა პედაგოგი ნინო მალუტაშვილი ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარ არაერთ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

"ჩვენ 90-იანი წლების ბავშვები ვართ. უშუქობასა და უპურობაში გაზრდილები, რომლებმაც ვერ აღვიქვით, სად დასრულდა ბავშვობა, რადგან არც გვქონია. ჩვენი მშობლები დაკარგული თაობიდან არიან, ჩვენ - შიშის... და ახლა, როცა უნდა გვეცოცხლა, ერთმანეთის მიყოლებით ვკვდებით, ზოგს გვკლავენ, ზოგი ერთმანეთს ვკლავთ, ზოგიც თავს ვიკლავთ და გვპოულობენ ზოგს არაგვში, ზოგს მტკვარში, ზოგს ხევში გადაჩეხილებს. სკოლაში მარიგებდნენ, რომ ქვეყნისთვის სიკვდილი გმირობაა, ახლა, როცა მე თვითონ ვარ მასწავლებელი, არ ვიცი რა ვუთხრა
მათ... იქნებ, ასეთ ქვეყანაში სიკვდილი კი არა, სიცოცხლე უფრო დიდი გმირობაა?!

გემუდარებით, იცოცხლეთ, როგორმე გადარჩით!.."
6588
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ქუთაისელი
0
სრულებით ვეთანხმები ავტორ,,,,,მე მხოლოდ ერთს დავამატებდი "ამქვეყანაში ცხოვრებაც უდიდესი გმირობაა"ვინც არ მიდის შეგნებულად საზღვარგარეთ იმათ ვენაცვალე და დიდი მადლობა....რომ აქ ამ გაწვალებულ ცხოვრებას უმკლავდება და თუნდაც დამცირებულად რომლებსაც და მათ შვილებს არ აქვთ: უახლესი მობილურები,თანამედროვე მოდელის ავტომანქანები,თანამედროვე სმარტ ტელევიზორები;თანამედროვე სარეცხი-საშრობო მანქანები;კონდიციონერები და რავი კიდევ რამდენი რამ.....
11:35 / 27-08-2020
100% მართლაც
0
ასეთ ქვეყანაში სიკვდილი კი არა, სიცოცხლე უფრო დიდი გმირობაა?!
23:28 / 26-08-2020
ani
0
მარტალი ხართ. მეც ზუსტად იგივეს ვპიკრობდი ... საშინელება ტრიალებს დღეს საქარტველოში! რატომ არ ვაკეტებტ ერი ტუ ბერი შეპასებას რატომ ხდება ამდენი უბედურება ჩვენს ტავს?? იკნებ იმიტომ რომ ქარტველბმა გადავუხვიეტ ქრისტეს გზას????? მტავრობამ საერტოდ აიშვა, აშენებენ ცემენტის ურჩხულებს, მიდიტ ხელს შეგიცყობტ და დაიკეციტ სადაც გინდატო, წაგვარტბვეს სალოცავები და ხმას არავინ იღებს, დაკარგულია ტერიტორიები და მხოლოდ"რუსეტი ოკუპანტიაო" ხმა ეხლიჩებატ ამის ძახილიტ, პარკებს გვიკეტებენ და ამიტომ იყავიტ კმაყოპილი და ბედნიერებიო, დანარჩენი ტკვენც ტქვიტ და ვარტ ასეტ უბედურ ყოპაში. დაიცალა სისხლისგან საქარტველო...ქარტველები ნახევარზე მეტი გამოსულები ვარტ და ნატვრაში მიდის ეს ოხერი წუტისოპელი რადგან ვინც მანდ დარჩიტ(გმირები ხარტ მარტლაც რომ ამდენს უდზლებტ ერტმანეტის გვერდიტ დგომიტ), მაგრა, ისიც ხომ ცხადია ასე გაგრდზელება რომ არ სჰეიდლება?? ილია ჭავჭავაძე ეროვნული გმირიაო და მის სიტყვებს კი არავინ უსმენ.
04:30 / 25-08-2020
მირა
0
გასკდა გული, დადნა, დაილია....
19:12 / 24-08-2020
ლელა
0
გაიხარე, კარგი გოგო ხარ, გვიმრავლოს შენისთანა პედაგოგები.
16:34 / 24-08-2020
მსგავსი სიახლეები