სიახლეებიკალეიდოსკოპი
"ახლა, როცა უნდა გვეცოცხლა, ერთმანეთის მიყოლებით ვკვდებით, ზოგს გვკლავენ, ზოგი ერთმანეთს ვკლავთ, ზოგიც თავს ვიკლავთ..."
"ახლა, როცა უნდა გვეცოცხლა, ერთმანეთის მიყოლებით ვკვდებით, ზოგს გვკლავენ, ზოგი ერთმანეთს ვკლავთ, ზოგიც თავს ვიკლავთ..."
ახალგაზრდა პედაგოგი ნინო მალუტაშვილი ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარ არაერთ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

"ჩვენ 90-იანი წლების ბავშვები ვართ. უშუქობასა და უპურობაში გაზრდილები, რომლებმაც ვერ აღვიქვით, სად დასრულდა ბავშვობა, რადგან არც გვქონია. ჩვენი მშობლები დაკარგული თაობიდან არიან, ჩვენ - შიშის... და ახლა, როცა უნდა გვეცოცხლა, ერთმანეთის მიყოლებით ვკვდებით, ზოგს გვკლავენ, ზოგი ერთმანეთს ვკლავთ, ზოგიც თავს ვიკლავთ და გვპოულობენ ზოგს არაგვში, ზოგს მტკვარში, ზოგს ხევში გადაჩეხილებს. სკოლაში მარიგებდნენ, რომ ქვეყნისთვის სიკვდილი გმირობაა, ახლა, როცა მე თვითონ ვარ მასწავლებელი, არ ვიცი რა ვუთხრა
მათ... იქნებ, ასეთ ქვეყანაში სიკვდილი კი არა, სიცოცხლე უფრო დიდი გმირობაა?!

გემუდარებით, იცოცხლეთ, როგორმე გადარჩით!.."
ბეჭდვა