"ვერაფრით ვიგებ, როგორ უშვებს რომ მოძალადე მამა ცოცხალია და 11 წლის ბავშვი მკვდარი"
დღეს, საქართველოში გლოვის დღეა. ჯერ იმ 17 ადამიანის დაღუპვით გამოწვეული ცრემლები არ შეგვშრობია, რომელიც შატილის გზაზე ავტოავარიას ემსხვერპლნენ და ამას კიდევ ერთი ტრაგედია დაემატა - 11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, სუიციდის მიზეზი მამა იყო, რომელიც შვილზე სისტემატიურად ძალადობდა.
გაუგონარი ტრაგედიაა, რომელმაც შეძრა ყველა, შეშფოთებული საზოგადოება სოციალურ ქსელში ამ თემებს მტკივნეულად ეხმაურება:
ირინა ონაშვილი:
"ვერ ვიძინებ... ვფიქრობ იმ 11 წლის ბავშვზე... დედა ემიგრაციაში, მამა მოძალადე, როგორ ვერავინ შეძლო მისი დახმარება? თუ ყველამ იცოდა გარშემო ეს ამბავი, რატომ არ ხდება ამ დროს შესაბამისი ზომების მიღება?"
გვანცა დარასელია:
" რატომ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც 11 წლის ბავშვი თავს იკლავს? რატომ? დედა ემიგრაციაში... მოძალადე მამა... რა დააშავა მითხარით, რა?!!!!!!! 11 წლის ბავშვი თავს იკლავს გაუსაძლისი ცხოვრების გამო, გესმით?"
ეთო გუგავა:
"მთელი დღე იმ 11 წლის ბიჭზე ვფიქრობ და ჩემი გონება ვერ უძლებს. წარმოგიდგენიათ რა სტრესში იყო და რას აგნიცდიდა?
მამამისი ხომ ნაძირალაა,
მაგრამ, აი მეზობლები ყველა მკვლელები ხართ! ბებიაც, ბაუაც, არ ვიცი კიდევ ვინ ცხოვრობდა იმ ოჯახში. საშინელი არსებები ხართ ისინი, ვინც ხედავთ და გესმით, როგორ ძალადობენ ადამიანზე და დუმხართ! წუხდებით ხმაურით, ტირილითა და გინებით, ერთი სული გაქვთ როდის დაიღლება მოძალადე მეზობელი და გაჩუმდებიან, რადგან სიმშვიდეში უყუროთ რამე ბანძ სერიალს ან გაჭოროთ ვინმე.
ყველანი მკვლელები ხართ.."
ნანუკა ჟორჟოლიანი:
ახლა დაიწყება ჩუმად ლაპარაკი, ფიქრი, ხო არ ტკიოდათ, ხო არ იტანჯებოდნენ, სად არიან, როგორ გრძნობენ თავს. მერე, ცაში ყურება და ყოველი სიზმრის წინ გიჟური მოლოდინი, რომ ძილში მაინც, რამე ნიშანი მოგცეს.
დაიწყება ტანჯვა, ნეტა ექსკურსიაზე არ წასულიყვნენ, ნეტა ცუდი ამინდი ყოფილიყო... ეს ნეტა იქნება, რომ დატანჯავს ცოცხლად დარჩენილ ოჯახის წევრებს.
ღმერთს ვთხოვ, ოჯახის წევრებს მისცეს ძალა, ტანჯვებს და ტკივილებს გაუძლონ. ამ, ფიქრებს და დარდს. მაგრამ როცა ღმერთს რაღაცებს ვთხოვ, ვერაფრით ვიგებ, როგორ უშვებს, რომ მოძალადე მამა ცოცხალია და 11 წლის ბავშვი მკვდარი. ვერ ვიგებ, ასე როგორ ხდება?!
დღეს, გლოვის დღეა და უკვე იმდენი უნდა ვიგლოვოთ, რომ ჭირისუფლების ქვეყანა გავხდით. მე არ ვიცი როგორ უნდა გავიზიაროთ ეს მწუხარებები, მაგრამ იქნებ გვაკმაროს. გვაკმაროს გლოვა!"
გიორგი უშიკიშვილი:
"საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? და რაზე ვმსჯელობთ? ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 11 წლის ბავშვი თავს იკლავს. ამაზე დიდი რა უნდა მოხდეს, რომ გამოვფხიზლდეთ და ქვეყანას ვუშველოთ? მომავალ თაობას ვკარგავთ! მე ძალიან არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება. მინდა, რომ ყველა ბავშვი ძალიან ბედნიერი იყოს".
ნინო თარხნიშვილი:
" ნეტა, რა ძალა იპოვა საკუთარ თავში 11 წლის ბავშვმა, რომ ყულფში გაუყარა თავი.
იმ ყბადაღებულ წესსაც არ აუგებენ, ხო?
ტრაგედიების შედარება არ შეიძლება.
მაგრამ ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც კი ამ ზაფხულს ჩვენს თავს დატრიალდა.
11 წლის, 11-ის.
წერტილი."
ირინა სარიშვილი:
"ყველაფრი აინტერესებს. ყველაფერში ცხვირს ყოფს. ზუსტად იცის, ვინ როდის ფენს და იღებს სარეცხს, ვინ ვისთან წევს – ეს ყველაფერი თავისი საქმე ჰგონია და საკუთარ ცხოვრებაზე მეტად სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს.
სამაგიეროდ მისი საქმე არაა, თუ სადმე ჩხუბს შენიშნავს, პატრულის გამოძახება; თუ ძლიერი სუსტზე ძალადობს, თავად ჩარევა ან პოლიციისთვის მიმართვა.
აი ეს გახლავთ ციციკორეების ქვეყნის რიგითი მოქალაქის მენტალიტეტი.
და ამ ციციკორეების ქვეყანაში ძალადობის პირისპირ მარტოდმარტო დარჩენილი 11 წლის ბავშვი, რომელმაც არც იცის რა არის სიკვდილი, ვერავისთან გასაქცევს ვერ ნახულობს და აქედან გარბის – თავს იკლავს!
11 წლის ბავშვი იკლავს თავს!
ახლა დადექით მეზობლებო, ახლობლებო, ნათესავებო და წვრილად გაიხსენეთ, ვის როდის გესმოდათ ხოლმე ბავშვის ტირილი, მოძალადის გინება, ცემის ხმა! გაიხსენეთ როგორ გადააქნევდით ხოლმე თავებს ნწნწ–ს ძახილით და სერიალის ყურებას აგრძელებდით და მერე მარკეტში რიგში უყვებოდით ერთმანეთს რაც ნახეთ ან გაიგონეთ.
11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა – მგონი ბოლომდე ვერ ვხვდებით რა მოხდა, თორემ რომ ვხვდებოდეთ მიწა უნდა გვქონდეს ფეხქვეშ გახეთქილი და აღარც უნდა ვიყოთ საერთოდ!"
თეკლა ჟვანია