მას მერე, რაც ანჯელინა ჯოლის დაშორდა, პირველად გაჩნდა უკვე დადასტურებული ეჭვი, რომ 56 წლის ბრედ პიტი გამიჯნურებულია. პაპარაცებმა ის 27 წლის გერმანელ მოდელ ნიკოლ პოტურალსკისთან ერთად გამოიჭრეს ლე-კასტეიეს აეროპორტში - წყვილი კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა იქ პარიზიდან.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბრედი ძალიან გალანტური და ყურადღებიანი იყო თანხმლებ ქალბატონთან, ზოგიერთმა თითქოს ისიც დაინახა, როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს. საფრანგეთში პიტს მამული აქვს - შატო მირავალი, სადაც მისი და ანჯელინას ქორწილი შედგა. სავარაუდოდ, სწორედ იქ აპირებს დროის გატარებას ახალ რჩეულთან.
ნიკოლი წარმატებული მოდელია, ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე არაერთხელ მოხვედრილა და ბრიტანელი დიზაინერის ვივიენ ვესტვუდის საყვარელ მოდელად მიიჩნევა. ნიკოლი ხუთ ენას ფლობს და სანამ მოდელი გახდებოდა, ბიოლოგობაზე ოცნებობდა. ქველმოქმედებით არის დაკავებული და პატარა ვაჟი ჰყავს წინა ურთიერთობიდან. საინტერესოა, რომ მისი ბავშვის მამა ბრედ პიტზე კიდევ უფრო დიდია - 68 წლის გერმანელი ბიზნესმენი როლანდ მარი.
ბრედის თაყვანისმცემლები ნიკოლს ანჯელინა ჯოლის ადარებენ და არის განხილვა სოციალურ ქსელში, რომელი რომელს ჯობს. ზოგი ამსგავსებს კიდეც რაღაცით ჯოლის.