მაშველებმა გლდანში კორპუსში გაჩენილი ხანძრიდან 3 ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს - მშობლები

მაშველებმა გლდანში კორპუსში გაჩენილი ხანძრიდან 3 ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს

2020-08-28 08:41:20+04:00

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა გლდანის მასივში მოხდა:

"მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა გლ­დან­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძარში 3 ბავ­შვი გა­და­არ­ჩი­ნეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ - „112“-ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ თბი­ლის­ში, გლ­და­ნის მა­სივ­ში, ერთ-ერთი მრა­ვალ­საფრ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე-5 სარ­თულ­ზე არ­სე­ბულ ბი­ნა­ში გაჩ­ნდა ხან­ძა­რი, სა­დაც მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და 30-მდე მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი­სა და სა­ხან­ძრო - სა­მაშ­ვე­ლო ტექ­ნი­კის მო­ბი­ლი­ზე­ბა.

ად­გილ­ზე, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად, მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი არი­ან კრი­მი­ნა­ლუ­რი და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი. ასე­ვე, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი. მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ბი­ნი­დან 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი უვ­ნებ­ლად რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­მო­იყ­ვა­ნეს, რომ­ლებ­საც ექი­მებ­მა შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტა­რეს. პა­რა­ლე­ლუ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და და­ი­წყეს ხან­ძრის ქრო­ბა. უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, პე­რი­მეტრს პო­ლი­ცია იცავს.

ამ დრო­ის­თვის ცე­ცხლი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს ნა­ხან­ძრა­ლი ტე­რი­ტო­რი­ის პრე­ვენ­ცი­უ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა.

მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 187-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს".